მომღერალი, ლიკა დოლიძე, რომელმაც ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაიკლო წონაში, ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, ურჩევს ენდოკრინოლოგს მიმართონ.
როგორც მომღერალმა გადაცემაში, „პოსტ ალიონი“ ისაუბრა, ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად სასურველია ინდივიდუალურად იყოს მორგებული პაციენტზე კვების რეჟიმი ექიმის მეთვალყურეობით.
მისი თქმით, მიხვდა, რომ საჭიროა ცხოვრების წესის ცვლილება:
მომღერალი ლიკა დოლიძე ზედმეტ 20 კილოს დაემშვიდობა – „სასწორზე ციფრებმა ძალიან შემაშინა“
„წონაში მატება არ იყო განპირობებული ბევრი ჭამით. იყო არასწორი ცხოვრების რეჟიმი, სტრესი. მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა“ – ამბობს მომღერალი
„ბოლო ერთი წლის მანძილზე მატება მქონდა წონის, გადავდგი ნაბიჯი, რომ ეს ჩემი მომატებული კილოგრამები დამეკლო. ემოციურად მოვემზადე, მართლა არ არის მარტივი წონის დაკლება. მივმართე ჩემს ენდოკრინოლოგს…
ძალიან ხშირად მხვდებოდა სოციალურ ქსელში, ადამიანი რომ მოიმატებს წონაში, ამბობენ „აუ რა კარგი ნასვამ ნაჭამია“, ის კი არ იციან მომატების უკან ვის რა პრობლემები აქვს.
მე შევცვალე ჩემი ცხოვრების წესი, ვცდილობ ძილი მოვიწესრიგო. ექიმთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით მივედით იმ მომენტამდე, რომ მე უნდა შემეცვალა კვება, დამეწყო სწორი რეჟიმი და ასე შემდეგ.
ვერ ვიტყვი, რომ ჩემი წონაში კლება სწრაფად მოხდა, მერვე თვე დაიწყო და ნელ-ნელა ეტაპობრივად ვიკლებ წონაში. ახლა არავითარი აკრძალვები არ მაქვს, თავიდან რთული იყო, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს ეჩვევი. ვიცი უკვე რა შემიძლია მივირთვა…“, – ამბობს მომღერალი.
