LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა ბავშვობის მეგობრისა და ლეგენდარული მსახიობის, ჰენრი ვინკლერის ქალიშვილის საქველმოქმედო ფონდს 50 000 დოლარი შესწირა

141
download (19)

კიმ კარდაშიანმა გულისხმიერება კიდევ ერთხელ გამოიჩინა. ცნობილი გახდა, რომ 45 წლის ტელევარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა ბავშვობის საუკეთესო მეგობრის, ზოი ვინკლერ რეინისის საქველმოქმედო ორგანიზაციას – This Is About Humanity, სოლიდური თანხა გადაურიცხა.

გასულ უქმეებზე გამართულ საქველმოქმედო საღამოს, კიმ კარდაშიანთან ერთად, ზოის მამა — ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ჰენრი ვინკლერიც ესწრებოდა.

ღონისძიების იმ ნაწილში, რომელიც ფონდისთვის ფინანსების მობილიზებას ეთმობოდა, კიმმა ორგანიზაციის მხარდასაჭერად, 50,000 აშშ დოლარის დონაცია განახორციელა.

ცნობისთვის, საქველმოქმედო პლატფორმა – This Is About Humanity მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონებში დაუცველი ოჯახებისა და ბავშვების დახმარებას, მათთვის თავშესაფრის, საკვებისა და აუცილებელი რესურსების მიწოდებას.

კიმ კარდაშიანი ორგანიზაციას წლებია აქტიურად უჭერს მხარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები