LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს სახლში“

141
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც – ოპოზიციაზე თავდასხმის შემთხვევაში, „არაფრის გატარებას არ აპირებენ და თავდამსხმელები ძალიან მძიმედ მიიღებენ“ – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ეხმიანება.

„ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს სახლში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა ბოლო პერიოდში ქვეყანაში მომხდარ თავდასხმის ფაქტებს, მათ შორის, „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმას.

ვიდეო: „ეს იყო დადგმული ამბავი, გამართული „მესიჯბოქსით“ – ერთადერთი რითაც თავი უნდა გაიტანონ, დღის წესრიგი გახდა, გცემთ“ – მშვილდაძე

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” – მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

„რამდენიმე წუთის წინ, „ნიღბებით” დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს” – ხაბეიშვილი

ხაბეიშვილმა ხელისუფლებას მიმართა და განაცხადა:

„მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელი და ზონდერიც, რომლებსაც აორგანიზებენ ეს „ჩმორები“, ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას მსგავს, კობახიძის მსგავს და ღარიბაშვილის მსგავს „ჩმორებს“, პირდაპირი მნიშვნელობით“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g