LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „მინდა მოვუწოდო ახალგაზრდების მშობლებს, შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას, ვიზრუნებთ, რომ ასეთი კერები ქვეყანაში მაქსიმალურად მოიშალოს“

176
ირაკლი კობახიძე

„ამ ჩავარდნილი „ნაცმაიდანის“ უკან იდგა უცხოური დაფინანსება და სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ თავის დროზე ეს ადამიანები, რადიკალური ჯგუფები, რადიკალური პარტიები და მათი პატრონები ასე უპირისპირდებოდნენ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონს. მათ სურდათ, საქართველოში რევოლუცია გაუმჭვირვალედ მოეწყოთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა.

მან ბრიფინგზე მშობლებსაც მიმართა და მოუწოდა, „შვილები ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას მოარიდონ“.

ირაკლი კობახიძე: „სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს“

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი კანონი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა განამტკიცა. გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც სწორედ ამ ადამიანებმა, მოძალადეებმა და რადიკალებმა, „რუსული კანონი“ უწოდეს, სწორედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას ემსახურება.

ასევე ლიბერალური ფაშიზმის უკანაც თავიდან ბოლომდე უცხოური დაფინანსება დგას. მთელი ამ წლების განმავლობაში ასეთი ტიპის დაფინანსება ემსახურებოდა საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებას, ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას და, რაც ყველაზე მძიმეა, ემსახურებოდა ლიბერალური ფაშიზმის გენერირებას ჩვენს ქვეყანაში.

განსაკუთრებით, ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი უცხოური ფული დაიხარჯა ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გავრცელებაზე ჩვენს ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმე მოვლენაა. მინდა მოვუწოდო განსაკუთრებით ახალგაზრდების მშობლებს, საკუთარი შვილები მოარიდონ ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერას. ჩვენ თავისთავად, ჩვენი მხრივ, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ასეთი კერები ჩვენ ქვეყანაში მაქსიმალურად მოიშალოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g