LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 ნოემბერი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7426
მიხეილ ცაგარელი

გარკვეულწილად ყველა ნიშანს სჭირდება ყურადღება ამ პერიოდის მიმართ. ერთი მხრივ, კარგია, რომ ენერგოტონუსი მატულობს, მაგრამ ეს უფრო თვალსაჩინო იქნება კვირის მეორე ნახევარში. ამიტომ სასურველია, ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ მეორე ნახევრიდან შესრულდეს, მაგალითად, დაახლოებით 5 რიცხვიდან. იქამდე კი ცოტა მეტი ყურადღება გვმართებს ყველას.

ვერძი

პირველ რიგში, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ენერგოტონუსი დაბალია მთელი კვირის განმავლობაში, ამიტომ ნუ გადაიღლებით, იმოძრავეთ, მაგრამ გადაღლის გარეშე. ამასთან ერთად, შესაძლოა, დროდადრო თავი იჩინოს სხვადასხვა ქრონიკულმა დაავადებამ. თქვენი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ამ კვირაში არ არის სტაბილური, ამიტომ აკონტროლეთ ემოციები და არ აჰყვეთ იმპულსურ მოქმედებებს. კვირის მეორე ნახევრიდან, უკვე 5 რიცხვიდან, უფრო პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთება. განსაკუთრებით გაუმჯობესდება ურთიერთობა გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების ზრდის ფონზე. შესაბამისად, პარტნიორული თანამშრომლობა უფრო სასიკეთო ელფერს მიიღებს და საქმიან პარტნიორებთანაც ურთიერთობა დალაგდება.

თუმცა, მთელი კვირის განმავლობაში სამყარო ითხოვს თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას, საიდუმლოების დაცვას და აზროვნებით მოქმედებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით წარმატებული. წინასწარ ნუ გათქვამთ ინფორმაციას თქვენი გეგმების, შესაძლებლობების, პარტნიორული თანამშრომლობის, ფინანსური მდგომარეობისა და სხვა საკითხების შესახებ.

კურო

კვირის პირველი ნახევარი ყველგან და ყველაფერში მაქსიმალურ მოთმინებას მოითხოვს თქვენგან. ისწავლეთ სხვისი ისეთი აზრის მიღება, რომელიც არ შეესაბამება თქვენს წარმოდგენებს, თანაც ზედმეტი კონფლიქტებისა და დავის გარეშე, სულერთია, ეს ბიზნესპარტნიორი იქნება, საქმიანი თუ სასიყვარულო პარტნიორი, მოთმინებითა და სხვისი აზრის გათვალისწინებით მოქმედება აუცილებელია. მთელი ეს კვირა, თავის მხრივ, გარკვეულ ძალასა და ენერგიას გმატებთ, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა, მით უმეტეს, თუ დაოჯახებული ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსი მატულობს, ჯანი და შრომისუნარიანობაც იზრდება (რის გამოც შესაძლებლობებიც უდავოდ გექნებათ), კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა გარკვეულმა საოჯახო პრობლემებმა კვლავ იჩინოს თავი.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი თქვენგანი უკვე 4-5 რიცხვიდან იგრძნობს წარმატების შანსებს და პრობლემებსაც უფრო ადვილად მოაგვარებს. თუ თქვენსა და გარშემომყოფებს შორის გარკვეული წინააღმდეგობები არსებობდა, ისინი ნელ-ნელა შემცირდება. გამოვლინდება თქვენი შემოქმედებითი ნიჭი, საქმეები წინ წავა და პარტნიორული ურთიერთობებიც სასიკეთოდ წარიმართება.

ტყუპები

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ენერგოტონუსი დაბალია, ხოლო ჯანმრთელობა არამდგრადი, ამიტომ ეცადეთ არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ, რადგან გადაღლილ მდგომარეობაში ადვილად დაუშვებთ შეცდომებს. ნუ იქნებით ზედმეტად სულსწრაფი და იმპულსური. კვირის პირველ ნახევარში მზად უნდა იყოთ ირგვლივმყოფ ადამიანებთან დაკავშირებული მოულოდნელი ცვლილებებისთვის. შესაძლოა, თქვენი ნაცნობთა წრეც განახლდეს ან დაკარგოთ ინტერესი იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკვე დიდი ხანია თქვენს გარემოცვაშია.

კვირის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესია: უკვე 5 რიცხვიდან წინ ახალი იდეები და გეგმები დაგიდგებათ, შესაძლოა ახალი რომანტიკული ურთიერთობებიც ჩამოყალიბდეს. არ არის გამორიცხული, შეხვდეთ ძველ საქმიან პარტნიორებს. ნოსტალგიური მოგონებები და წარსული ამბები გარკვეულ ძალასა და ენერგიას შეგმატებთ, თუმცა სიფრთხილე გმართებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაოჯახებული ხართ. ძველი პარტნიორების გამოჩენა შესაძლოა სულაც არ იყოს სასურველი, ამიტომ კარგად აწონ-დაწონეთ ამ მოვლენის მოსალოდნელი შედეგები. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან, რადგან მათი დახმარება განსაკუთრებით გამოგადგებათ კვირის მეორე ნახევარში.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის პირველი ნახევარი განსაკუთრებით დინამიური არ არის. შესაძლოა, ზოგიერთი გეგმა არ შესრულდეს და არ მიიღოთ ის დახმარება თუ დაფინანსება, რომელსაც ელოდით, რამაც შესაძლოა გეგმების გადახედვაც კი გამოიწვიოს. თუმცა, კვირის მეორე ნახევარი ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება. უკვე 4-5 რიცხვიდან სასიკეთო ცვლილებების დრო დგება: თქვენი იდეები უფრო მარტივად განხორციელდება, საოჯახო ბიზნესიც წარმატებით წარიმართება და ახლობლებისგანაც მიიღებთ მხარდაჭერას, რაც აშკარად გააუმჯობესებს თქვენი ცხოვრების ხარისხს. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, პირადი კონტაქტებისა და ქორწინებისთვის, აგრეთვე შვილებთან ურთიერთობისთვის. როგორც ლიდერი და ორგანიზატორი, საკუთარ თავზე აიღებთ პასუხისმგებლობას და საუკეთესოდ წარმოაჩენთ თქვენს ორგანიზატორულ უნარებს, რაც საზოგადოებაში თქვენს ავტორიტეტს კიდევ უფრო გაზრდის.

ლომი

ლომებისთვის ეს პერიოდი ცოტა არ იყოს დისჰარმონიულია როგორც ჯანმრთელობის, ისე განწყობის თვალსაზრისით. ფსიქო-ემოციური დაძაბულობა მაღალია, კარიერული წინსვლის პერსპექტივები კი შესაძლოა შეფერხდეს, ამიტომ დაახლოებით 5 რიცხვის პერიოდი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. არავის ესაუბროთ კონფლიქტურ ტონალობაში და არ აჰყვეთ პროვოკაციებს. შესაძლოა წამოიჭრას საოჯახო ან საყოფაცხოვრებო პრობლემები (მაგალითად, გაფუჭდეს ტელევიზორი, კომპიუტერი ან სხვა ელექტროტექნიკა), რის მოსაგვარებლადაც დროისა და ფინანსების დახარჯვა მოგიწევთ. ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ნერვები არ მოუშალოთ, რათა სიტუაცია კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

კვირის მეორე ნახევარი შედარებით უკეთესია და 5 რიცხვიდან შესაძლოა ახალი იდეებიც გამოჩნდეს, თუმცა მთელი კვირის განმავლობაში ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისა და ემოციური ფონის მიმართ. ეცადეთ, მშვიდად გაიაროთ ეს პერიოდი, აარიდოთ თავი პროვოკაციებსა და კონფლიქტებს.

ქალწული

ქალწულებისთვის ეს არის შინაგანი ფსიქოლოგიური, ემოციური და სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდი, რომელიც ძირითადად ურთიერთობებს ეხება. თქვენ უკეთ გაუგებთ გარშემომყოფებს. კვირის პირველ ნახევარში სიფრთხილე გმართებთ, რადგან შესაძლოა ზოგიერთი თქვენი ეჭვი (თუნდაც სამართლიანი) გამართლდეს.

მოსალოდნელია თქვენ წინააღმდეგ მიმართული ჭორებისა და ინტრიგების ზედაპირზე გამოჩენა. კარგი იქნება, თუ საქმეთა გარჩევაში ღრმად არ ჩაერთებით, ხოლო ზოგიერთ არასასურველ ადამიანს ცხოვრებიდან მარტივად ჩამოიშორებთ, რაც მხოლოდ წაადგება თქვენს კეთილდღეობას.

გარდა ამისა, ნათესავებთან ურთიერთობაში შესაძლოა დაძაბულობის ტენდენცია გაჩნდეს, ამიტომ ეცადეთ, თქვენი უნდობლობა და ნეგატიური ემოციები სერიოზული დაპირისპირების მიზეზი არ გახდეს. კვირის პირველ ნახევარში მაღალია თქვენი მოტყუების ალბათობა, ამიტომ ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ. მეორე ნახევარი გაცილებით უფრო სასიკეთოა, მათ შორის მოგზაურობის კუთხითაც. ამ პერიოდში ენერგოტონუსი მაღალია, შრომისუნარიანობაც სათანადო დონეზე გაქვთ და პრაგმატულადაც მოქმედებთ. შესაძლებელია საინტერესო ადამიანების გაცნობა, სასიკეთო პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ზოგადად, პოზიტიური შესაძლებლობების ზრდა.

სასწორი

ენერგოტონუსი დაბალია, ამიტომ ნუ გადაიღლებით, იმოძრავეთ, მაგრამ გადაღლის გარეშე. ამ კვირაში ეცადეთ, არ იყოთ ემოციურად სულსწრაფი, რადგან ამ შემთხვევაში უფრო ადვილად დაუშვებთ შეცდომებს. მეგობრები და ნათესავები ეცდებიან, მოგახვიონ საკუთარი აზრი და ხედვა ამა თუ იმ სიტუაციის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა თქვენში ა გარკვეულ შემთხვევაში, კონფლიქტების პროვოცირება (განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში). იყავით ყურადღებით და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.

კვირის მეორე ნახევარში მოიმატებს თქვენი თვითრწმენა, შინაგანი შარმი და მიზიდულობა. უფრო მეტად შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებთანაც ჩამოყალიბდება საინტერესო რომანტიკული ურთიერთობა, ან აქტიურად ჩაერთვებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც უდავოდ კარგი იქნება. კვირის მეორე ნახევარი ფინანსური კუთხითაც ბევრად სასიკეთოა მატერიალური დივიდენდების მიღება მეტად შესაძლებელი იქნება.

მორიელი

იცვლება თქვენი ენერგოველი მთლიანად, თუმცა ამ პერიოდში მაინც ყველაზე წარმატებულები თქვენ ხართ, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანს გადის. ეს სხვა ნიშნებთან შედარებით მეტ წარმატებას გპირდებათ და ეხება როგორც თქვენს სულიერ, ისე ფიზიკურ ტრანსფორმაციას. ზოგიერთი თქვენი გეგმა შესაძლოა განახლდეს, მაგრამ მათი განხორციელება კვირის პირველ ნახევარში მაინც რთული იქნება, ვინაიდან დაძაბულობა მაღალია. შესაძლოა, რუტინული საქმეების შესრულების წინაშე დადგეთ (ყოველ შემთხვევაში, 4-5 რიცხვამდე მაინც), რაც თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ მოგცემთ.

გაცილებით უკეთესი პერიოდია 4-5 ნოემბრიდან, როდესაც ენერგოტონუსიც ისედაც მაღალი გაქვთ და აქტიური, ენერგიული და უშიშარი ხართ. თუმცა, საერთო საქმის გამო შეიძლება ზოგიერთ პირად გეგმაზე უარის თქმაც მოგიხდეთ, რაც კარგია. ამ პერიოდში ემოციური ფონი სტაბილურდება და ინტუიცია ძლიერდება; ზოგიერთი თქვენგანი შესაძლოა საიდუმლო, სასიყვარულო კონტაქტების წინაშეც აღმოჩნდეს.

მშვილდოსანი

საკმაოდ რთული პერიოდია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ წლის განმავლობაში. ეს არის დაავადების წინა ე.წ პერიოდი, როდესაც ენერგოტონუსი გაქვთ ყველაზე დაბალი, რაც ნიშნავს, რომ ჯანმრთელობა არამდგრადია, შეიძლება ადვილად გაცივდეთ, გადაიღალოთ. ფსიქო-ემოციური არასტაბილურობა, ხასიათის ცვალებადობაც იჩენს ასევე თავს, ამან შეიძლება ემოციური კონფლიქტებიც გამოიწვიოს. საქმეებშიც საქმე არ წავა ისე, როგორც თქვენ ეს გსურთ, სირთულეები იქნება მეტი, ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, მოშურნეები ფრიად აქტიურად იმოქმედებენ თქვენს საწინააღმდეგოდ და აქედან გამომდინარე, თქვენ გიჭირთ აქ სხვისი მოქმედების ლოგიკის გააზრება. მთავარი რჩევაა, ენას კბილი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ თქვენი გეგმების, სურვილების ან თუნდაც შინაგანი მდგომარეობის შესახებ, ყოველდღიური საქმით შემოიფარგლეთ და თუ გაქვთ საშუალება, ცოტა მეტად დაასვენეთ საკუთარი თავი, მინიმუმამდე დაიყვანეთ კონტაქტები.

ხუთი რიცხვიდან პერიოდი უფრო სასიამოვნოა, შეიძლება უფრო სასიამოვნო შეხვედრა მოხდეს, მაგალითად, ძველ მეგობრებთან ან იმ ადამიანებთან, რომლებიც, მაგალითად, თქვენი მეხოტბენი იყვნენ და რომელთანაც ურთიერთობა გსიამოვნებთ. ზოგიერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ღონისძიებებში შეიძლება ჩაერთოთ, რაც სულაც არ იქნება ცუდი, საქველმოქმედო აქციებში, რაც ასევე ზრდის თქვენს ავტორიტეტს. ასე რომ, მეორე ნახევარი უკეთესია, მაგრამ მაინც გადაღლის გარეშე იმოქმედეთ და გახსოვდეთ, რომ ზურგს უკან ფარული მტრები ჯერ კიდევ აქტიურად მოქმედებენ და აკონტროლეთ რა ხდება თქვენს ზურგს უკან.

თხის რქა

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის დამოკიდებულებას დინამიური, მაგრამ გარკვეულწილად რთული პერიოდიცაა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი კვირისა, როდესაც ჯერ კიდევ შესამჩნევი იქნება დაძაბულობა ირგვლივმყოფ ადამიანებსა და თქვენ შორის. შეიძლება გარკვეულმა პრობლემებმა იჩინონ თავი ფინანსური კუთხიდან. ხუთი რიცხვიდან პერიოდი შედარებით უფრო მშვიდია, უფრო პოზიტიური, აქ შეიძლება მოულოდნელი საინტერესო წინადადებები მიიღოთ ამ ფინანსური დივიდენდებიც კი მიიღოთ, რაც აშკარად კარგი იქნება.

მეორე ნახევარი კვირისა კარგია რეფორმებისთვის, სიახლეების შემოსატანად თქვენს სფეროში, ახალი მეთოდოლოგიის დასანერგად, შეიძლება ახალი ურთიერთობების, კონტაქტების დასამყარებლად, ინტერნეტთან„ გქონდეთ მეტი კონტაქტი. პირველ ნახევარში თუ ინტერნეტიდან შეიძლება „ფეიკების ალბათობა იყოს მაღალი, მეორე ნახევარში უფრო სწორ ინფორმაციაზე გახვალთ, რაც დაგეხმარებათ შემდგომ სწორი გეგმების დასახვაში და მათი რეალიზაციაშიც. მეგობრული კონტაქტიც მეორე ნახევარში კვირისა გაცილებით უფრო ნაყოფიერი იქნება.

მერწყული

მერწყულებო, არაკომფორტული პერიოდია თქვენთვის: გრძნობთ, რომ დაღლილი ხართ, ხოლო ემოციური განწყობაც ისე რა არის, განსაკუთრებით 5 რიცხვამდე. ამ პერიოდში მოსალოდნელია ურთიერთდაძაბულობა თქვენსა და პარტნიორებს შორის (როგორც საქმიან, ისე ბიზნესპარტნიორებთან). მატულობს ნეგატიური თვისებების გამოვლენის ალბათობა, მაგალითად სიჯიუტე და შესაძლოა ურთიერთობებსა თუ შეხედულებებში უკიდურესი პოზიციები დაიკავოთ, რამაც შეიძლება სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბოს.

თუმცა, პერიოდი შედარებით უკეთესია 5 რიცხვიდან, როდესაც თქვენი განწყობაც სტაბილურდება და გაძლიერებული ინტუიციის წყალობით უკეთ დაინახავთ გლობალურ, საერთო ინტერესებსა და გეგმებს. წვრილმან პრობლემებსა და კონფლიქტებს უკვე ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, რაც მთლიანობაში ძალიან კარგი იქნება. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ განვითარებას. თუმცა, პირველ ნახევარში ფრთხილად იყავით მათთან, რათა თქვენი სიჯიუტის გამო გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სიტუაცია არ დაიძაბოს.

თევზები

ენერგეტიკულად უკეთესად გრძნობთ თავს, ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება და მით უმეტეს, 5 რიცხვის შემდეგ სიტუაცია აშკარად უმჯობესდება, უფრო სტაბილური და ჰარმონიული ხდება. თუმცა, კვირის პირველი ნახევარი მაინც ითხოვს ყურადღებას, ვინაიდან გარკვეული ბრძოლა მოგიწევთ იმისთვის, რომ თქვენი ზოგიერთი იდეა რეალიზაციაში მოიყვანოთ, საკმაოდ ბევრი შრომისუნარიანობის გამოვლენა გმართებთ. რუტინული საქმეები შეიძლება ბევრი დაგროვდეს ან ისეთი საქმე წამოიჭრას, რომელიც არ გადაიდება, ეს ყველაფერი მაინცდამაინც სასიამოვნო თქვენთვის არ იქნება.

კვირის მეორე ნახევარი კი გაცილებით უკეთესია – ზოგიერთი თქვენგანი 5 რიცხვიდან შეიძლება აღმოჩნდეს ახალი სასიყვარულო კონტაქტების, ახალი ნაცნობობის წინაშე, აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, გაიუმჯობესოს ფინანსური მდგომარეობა. მგზავრობა-მოგზაურობის კუთხითაც მეორე ნახევარი გაცილებით პერსპექტიულია (მათ შორის უცხოელებთან შემდგომი კონტაქტებისთვის). მეტად დაეყრდენით შინაგან ოპტიმიზმს, განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში, გარკვეული დაბრკოლებების გადალახვისას.

გეომაგნიტური დღეები: 2, 3, 6 და 8 ნოემბერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები