LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (8-14 იანვრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

9018
მიხეილ ცაგარელი

ვერძი  –  ნაკლებად სასიკეთო კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, მაგრამ მაინც არ ღირს ზედმეტად გადაღლა. თავი შეიკავეთ რისკისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან. არ ღირს სიხისტის გამოვლენა და გარშემომყოფებთან უხეშად საუბარი, რადგან ასე არა მხოლოდ ურთიერთობას დაძაბავთ, არამედ თვითონ შეაფერხებთ საკუთარ წინსვლას და განვითარებას, უმჯობესია გამოიჩინოთ მეტი ტაქტი და დიპლომატია კოლეგებთან, განსაკუთრებით ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას.

კურო –  მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, გამოიჩინოთ ინიციატივა და განახორციელოთ ძველი იდეები. თუმცა არ ღირს ფულის უაზროდ ხარჯვა და საეჭვო გარიგებებში მონაწილეობა, რადგან არაა გამორიცხული სერიოზული პრობლემები შეგიქმნან გაუთვალისწინებელმა ხარჯებმა. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ლაშქრობის მოსაწყობად, საქმიანი პარტნიორების შეძენისა და ახალი საქმის დასაწყებად.

ტყუპები – ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. ძალიან გაგიჭირდებათ წინასწარ დაგეგმილი საკითხების მოგვარება, რაც სპონტანურად, სიტუაციის შესაბამისად მოქმედებას გაიძულებთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი პრობლემების გადაჭრა ან ფარულ მტრებისა და მოშურნეებთან დაპირისპირება, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. მოერიდეთ საკუთარი გეგმებზე საუბარს, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი უსიამოვნებები.

კირჩხიბი – საკმაოდ აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი პოტენციალის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. კარგი პერიოდია ვალების გასტუმრებისა და ძველი შეცდომების გამოსწორებისთვის, საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ერთობლივი პროექტების დასაწყებად, თუმცა არ ღირს ყველას უპირობოდ ნდობა, უმჯობესია გამოიჩინოთ სიფრთხილე, წინდახედულობა და არ აჰყვეთ ერთი შეხედვით სარფიან შეთავაზებებს.

ლომი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რადგან არაა გამორიცხული ერთი შეხედვით უმნიშვნელო კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მართალია, ბევრი ეცდება თქვენი საქმიანობის გაკრიტიკებას, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, აგრესიის გამოვლენა და გარშემომყოფებთან უკმეხად საუბარი, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ.

ქალწული – მეტად წარმატებული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ნებისყოფა და შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მთავარია არ აჰყვეთ ცდუნებას და ილუზიებს, იმოქმედოთ პრაგმატულად და მხოლოდ რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით. კარგი პერიოდია ნოვატორული გადაწყვეტილებების მიღებისა და მასშტაბური იდეების განხორციელებისთვის, ამბიციების დაკმაყოფილებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. არაა გამორიცხული თქვენმა აქტიურობამ მოშურნეები გააღიზიანოს, რომლებიც მაქსიმალურად გააკრიტიკებენ თქვენს მოქმედებას, თუმცა მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და სხვათა კრიტიკაზე რეაგირება, უმჯობესია მიჰყვეთ ერთხელ არჩეულ გზას და ბოლომდე განახორციელოთ საკუთარი ჩანაფიქრი.

სასწორი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, არ ღირს ახალი საქმის დაწყება და გრანდიოზულ გეგმებს შეჭიდება, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით, საყოფაცხოვრებო საკითხების და მიმდინარე პრობლემების გადაწყვეტით. მართალია, ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან საერთო ენის მოძიება, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, საქმის გარჩევა და დაპირისპირება. მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას და მოგზაურობას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

მორიელი – მეტად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეგიძლიათ გააქტიურდეთ, განახორციელოთ ახალი პროექტები და დასახოთ სამომავლო გეგმები. კარგი პერიოდია საცხოვრებლის შეცვლისა და ახალი ბინის შესაძენად, ახალი პროფესიის ათვისებისა და ბევრად პერსპექტიული სამსახურის მოსაძიებლად, ახალი საქმიანი პარტნიორების გაცნობისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, თუმცა არ ღირს ყველას უპირობოდ ნდობა, უმჯობესია გადაამოწმოთ ყველა ინფორმაცია და იმოქმედოთ მხოლოდ საღი გონებით, დაიცვათ საიდუმლო და მოერიდოთ საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარს. თავი შეიკავეთ კონფლიქტებსა და დაპირისპირებებში ჩაბმისგან, არ ღირს დროის და ენერგიის იმ ადამიანებზე დახარჯვა, ვისაც ვერასდროს დაუმტკიცებთ საკუთარ სიმართლეს.

მშვილდოსანი – ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი  ფინანსური პრობლემების გადაჭრა, ჯარიმების დაფარვა და ძველი ვალების გასტუმრება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობისას, რომელთაც ნებისმიერი თქვენი მოქმედება გააღიზიანებთ. უსიამოვნებების მიუხედავად მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და რადიკალიზმის გამოვლენა, ძველი წყენის გახსენება და საქმის გარჩევა, უმჯობესია მიჰყვეთ დინებას და მისცეთ გარშემომყოფებს დამშვიდების საშუალება.

თხის რქა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც სწორედ თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი, მოთმინება და შრომისუნარიანობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ლიდერული თვისებების გამოვლენას. კარგი პერიოდია საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენად, ახალი პროექტების დაწყებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის, ძველი შეცდომების გააზრებისა და სერიოზული ცვლილებების განხორციელებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, არ ღირს ზედმეტი სიხისტის გამოვლენა და იმ ადამიანებთან კამათი, ვისაც ვერასდროს დაუმტკიცებთ საკუთარ სიმართლეს.

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახსა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას, ძველი შეცდომების გამოსწორებას და ძველი ვალდებულებების შესრულებას. მოერიდეთ რისკს, სულსწრაფ მოქმედებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან შედეგი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იქნება. არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ქრონიკულმა დაავადებებმა და მოულოდნელად დაგიმძიმდეთ ჯანმრთელობა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ფარული მტრებისა და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.

თევზები – საკმაოდ კარგი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს შარმი და მომხიბვლელობა, რაც საპირისპირო სქესის პარტნიორებთან საერთო ენის სწრაფად მოძიებასა და მათზე შთაბეჭდილების მოხდენაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, თუმცა არ ღირს ყველასთან დამეგობრება, რადგან ბევრი ეცდება თქვენი კეთილგანწყობით სარგებლობას. არაა გამორიცხული ზედმეტი ურთიერთობებისგან დაღლილს, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, ცხოვრების გააზრებისა და ცვლილებების შეტანის სურვილი გაგიჩნდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები