LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (8-14 ივლისის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4738
მიხეილ ცაგარელი

ჯერჯერობით დედამიწა ისევ პოზიტიურ ენერგოველშია, რაც ხელ შეუწყობს მგზავრობას და მოგზაურობას, ადამიანებს შორის საერთო ენისა და ურთიერთგაგების მოძიებას, რეფორმებსა და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას.

ვერძი  – მართალია, უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს გადაღლა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ეცადეთ მეტი დაისვენოთ და მისცეთ ორგანიზმს დახარჯული ენერგიის აღდგენის საშუალება. კარგი პერიოდია საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად,  გარეგნობისა და იმიჯის შესაცვლელად, არაა გამორიცხული ცვლილებები მოხდეს პირად ცხოვრებაშიც.

კურო –  მეტად აქტიური და დინამიური კვირაა, მით უფრო, რომ გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე ყველა საქმეს შეასრულებთ და ყველა პრობლემას მარტივად დაძლევთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. კარგი პერიოდია შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გასამართად, საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, ორიგინალურად აზროვნებისა და მოქმედებისთვის, რაც ხელმძღვანელებთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ავტორიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები – მართალია, გექნებათ ერთდროულად რამდენიმე საქმის გაკეთების სურვილი, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსი არ მოგცემთ აქტიურად მოქმედების საშუალებას. არ ღირს საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით. კარგი პერიოდია საკუთარ ფინანსებში გასარკვევად და წვრილმანი პრობლემების მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული დივიდენდები მიიღოთ ძველი პროექტებიდან ან მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყაროები, მიიღოთ ბევრად სარფიან სამსახურში ან პერსპექტიულ პროექტში მონაწილეობის შეთავაზება.

კირჩხიბი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა, მოიმატებს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი. ეცადეთ გააქტიურდეთ, მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები, ნიჭი და უნარები, რადგან სწორედ ახლა გაქვთ საუკეთესო შანსი მოიპოვოთ წარმატება ნებისმიერ სფეროში. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და საჭირო ადამიანების გაცნობისთვის, რომლებიც მომავალში დაგეხმარებიან გეგმების განხორციელებაში.

ლომი – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად დაკარგავთ წონასწორობას, რადგან ნებისმიერი წვრილმანი გაგაღიზიანებთ. ეცადეთ არ აჰყვეთ ემოციებს, მოერიდეთ კონფლიქტს და დაპირისპირებას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარი სიმართლის დამტკიცება და ისევ თქვენ იზარალებთ. მიაქციეთ ყურადღება გარშემომყოფებს, რადგან სწორედ ახლა გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი გეგმების ჩაშლას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეხვდეთ ძველ მეგობრებს ან პარტნიორებს, ვისთანაც ახლებურად გააგრძელებთ ურთიერთობას.

ქალწული – მეტად დინამიური კვირაა. აქტიურად მოქმედებასა და დასახული მიზნების განხორციელებაში გაძლიერებული ენერგოტონუსი და სტაბილური ემოციური მდგომარეობა დაგეხმარებათ. მთავარია არ დაიზაროთ, არ თქვათ უარი საინტერესო შეთავაზებებზე, ინტენსიურად იმუშაოთ და გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც საიმედო პარტნიორობას გაგიწევენ. კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად და საყვარელ ადამიანთან კონფლიქტის მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში აღადგინოთ ძველი პროექტები და სცადოთ მათი ახლებურად განხორციელება.

სასწორი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, რადგან ნებისმიერი წვრილმანი დისკომფორტს შეგიქმნით. ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისა და ნაცნობების შესაძენად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში დაწინაურდეთ ან გადაწყვიტოთ მეტად რთული და უხერხული საკითხები, რომლებიც თქვენს კარიერასა და პროფესიულ განვითარებას განსაზღვრავენ.

მორიელი – მეტად ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და თვითრწმენა, რაც ურთულესი საკითხების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. ეცადეთ მეტი დრო გატაროთ ბუნებაში, რათა მაქსიმალურად შეივსოთ ძალითა და ენერგიით. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გააბათ ახალი რომანტიკული კავშირები ან დაუბრუნდეთ ძველ პარტნიორს, ვისთანაც ახლებურად შეეცდებით ურთიერთობის გაგრძელებას. ნუ შეგეშინდებათ გარისკვა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ ნებისმიერ სფეროში წარმატების მოპოვების საუკეთესო შანსი, თუმცა არ ღირს გაუაზრებლად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

მშვილდოსანი –  საკმაოდ ქაოტური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოულოდნელი ცვლილებები გარისკვას და სპონტანურად მოქმედებას გაიძულებთ, მეგობრები და ახლობლები კი, რომლებიც თქვენი დახმარების იმედზე იქნებიან, მაქსიმალურად შეგიზღუდავენ თავისუფლად მოქმედების საშუალებას. სირთულეების მიუხედავად, კარგი პერიოდია ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად, უცხოეთში გამგზავრებისა და ახალი პარტნიორების შესაძენად.

თხის რქა – მეტად დინამიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს ოპტიმიზმი და შრომის უნარი, ეცადეთ გააქტიურდეთ და გამოიჩინოთ ინიციატივა, რადგან სწორედ ახლა გაქვთ ძველი გეგმების განხორციელების საუკეთესო შანსი. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მოსაწყობად, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. არაა გამორიცხული ჩაებათ ერთობლივ პროექტებში, რომლებიც ერთის მხრივ, თქვენს ავტორიტეტს გაზრდიან, მეორეს მხრივ, ფინანსურ სარგებელს მოგიტანენ.

მერწყული –  ნაკლებად შედეგიანი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, ამიტომ კარგი იქნება მცირე პაუზის აღება და დასვენება. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, რაც თქვენს ნერვულ სისტემასაც დაამშვიდებს და დახარჯული ენერგიის აღდგენაშიც დაგეხმარებათ.  მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან, რადგან უსიამოვნებებით მხოლოდ თქვენ იზარალებთ. კარგი პერიოდია კაპიტალის დაბანდებისა და უძრავი ქონების შეძენისთვის.

თევზები – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, საკუთარი ნიჭის და უნარების ახლებურად გამოვლენას. კარგი პერიოდია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ძველი იდეებისა და პროექტების განხორციელებისთვის, ძველ პარტნიორებთან ურთიერთობის აღდგენისა და კონფლიქტების მოსაგვარებლად. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში გაგიმართლოთ და მოიგოთ ლატარიაში ან მიიღოთ მოულოდნელი შემოსავალი.

გეომაგნიტური დღეები – 8, 10, 13 და 14 ივლისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები