LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (9-15 სექტემბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4884
მიხეილ ცაგარელი

12 სექტემბრამდე დედამიწა ისევ ნეგატიურ ენერგოველშია, ამიტომ კვირის პირველ ნახევარში პრობლემების ალბათობაც მოიმატებს. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადავა და წარმატების შანსებიც გაიზრდება.

ვერძი  – რთული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა სხვა უსიამოვნებებს ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატება. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი საქმეების დასრულება, ძველი ვალდებულებების შესრულება და იმ საკითხების გადაჭრა, რომელთაც თავის დროზე სათანადო ყურადღება არ მიაქციეთ.  ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ შეცდომების გააზრებას და გამოსწორებას.

კურო – კვირის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლება და წვრილმანებით გაღიზიანების დამალვა. არაა გამორიცხული არასწორმა ინვესტიციებმა და კაპიტალდაბანდებებმა სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგიქმნათ. ბევრად წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე გააქტიურებასაც შეძლებთ და მეტ-ნაკლები ფინანსური სტაბილურობის მოპოვებასაც. მთავარია, ყურადღება გამოიჩინოთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან მოშურნეები და კონკურენტები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენთვის უსიამოვნებების შექმნას.

ტყუპები – რთული და დაძაბული იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კონფლიქტებისგან თავის დაღწევა. სირთულეებია მოსალოდნელი ფინანსური თვალსაზრისითაც, რაც გეგმების შეცვლას და ჩანაფიქრზე უარის თქმას გაიძულებთ. ბევრად იღბლიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული თვითრწმენის ფონზე ძველი კონფლიქტების მოგვარებასაც შეძლებთ და პრობლემების გადაჭრასაც. არაა გამორიცხული ახალ პარტნიორთან გააბათ რომანი ან აღადგინოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან.

კირჩხიბი – მეტი თავშეკავების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა ძალიან გაგაღიზიანებთ გარშემომყოფთა ქცევა, თუმცა მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და კონფლიქტში ჩაბმა, რადგან ასე მხოლოდ თქვენ იზარალებთ. მოერიდეთ მგზავრობს და მოგზაურობას, რადგან მაღალია მოულოდნელი პრობლემების წარმოქმნის ალბათობა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა სასიკეთოდ შეძლებთ საკუთარი ცხოვრების შეცვლას და მინიმალური დანაკარგით გადაჭრით ურთულეს პრობლემებს.

ლომი – მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რადგან მოიმატებს ფინანსური შეცდომების ალბათობა. ყურადღებით გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი ხელმოწერამდე, რათა თავიდან აიცილოთ გამოუსწორებელი შეცდომები. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემომყოფებთან, განსაკუთრებით კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან მაინც ვერ შეძლებთ მათ დარწმუნებას საკუთარ სიმართლეში. ბევრად იღბლიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლის უამრავი შანსი მოგეცემათ, თუმცა მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული მათი სწორად გამოყენება.

ქალწული –  მართალია, მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, მიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით, მაგრამ კვირის პირველი ნახევარი თქვენთვისაც რთული იქნება. მოერიდეთ კონფლიქტებს ახლობლებთან, არ ღირს ურთიერთობის გაფუჭება არც კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. ბევრად წარმატებული და იღბლიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე გააქტიურებასაც შეძლებთ, საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასაც და პოტენციალის სრულად გამოყენებასაც. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება, რომელიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

სასწორი – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის მანძილზე. დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე მაღალია ჯანმრთელობის გაუარესების და ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. მეტი სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა გმართებთ კონკურენტების და არაკეთილმოსურნეების მიმართ, რომლებიც ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. მართალია, მწვავე კრიტიკის მოსმენა მოგიწევთ პარტნიორთა მხრიდან, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა, საქმის გარჩევა და კონფლიქტში ჩაბმა. შედარებით მშვიდი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული თვითრწმენის ფონზე ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მიმდინარე მოვლენებს.

მორიელი – მეტი მოთმინების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში. მართალია, მოგიწევთ გეგმების შეცვლა და სპონტანურად მოქმედება, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, რადგან ასე მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მამაკაცებს, რომელთაც ქალბატონების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა შეუქმნის ყველაზე დიდ პრობლემებს. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა მაინც არ ღირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამჟღავნდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

მშვილდოსანი –  მეტი ორგანიზებულობის და დისციპლინის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში. საქმეების სწრაფად შესრულების, მერე კი, დასვენების სურვილი მხოლოდ ზიანს მოგიტანთ, რადგან თქვენი მუშაობით უკმაყოფილო პარტნიორებთან მოგიწევთ თავის მართლება. ბევრად შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ახლობელთა მხარდაჭერასაც მიიღებთ და პრობლემებსაც გადაწყვეტთ. არაა გამორიცხული მიიღოთ შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას.

თხის რქა – მეტი სიფრთხილისა და ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა მიმდინარე მოვლენები შეხედულებების გადაფასებას და სრულიად ახლებურად მოქმედებას გაიძულებენ. არაა გამორიცხული ურთიერთობა დაგეძაბოთ კოლეგებთან და პარტნიორებთან, რაც გაფორმებული ხელშეკრულებების გაუქმების მიზეზი გახდება. შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ შეცდომების გააზრებას და მაქსიმალურად ეცდებით მათ გამოსწორებას, მთავარია, არ ჩაიკეტოთ საკუთარ საზღვრებში და არ თქვათ უარი ახალ შეთავაზებებზე.

მერწყული – რთული და დაძაბული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა სხვა უსიამოვნებებს ჯანმრთელობის პრობლემებიც დაემატება. მართალია, მოგიწევთ კრიტიკის და სხვათა შენიშვნების მოსმენა, მაგრამ მაინც არ ღირს გაღიზიანება, უმჯობესია გაითვალისწინოთ სხვათა აზრი და სცადოთ შეცდომების გამოსწორება. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, რადგან მაღალია მოულოდნელი ფინანსური პრობლემების ალბათობა. შედარებით უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობა და ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მომავალს.

თევზები – გაძლიერებული ენერგოტონუსისა და იმუნიტეტის მიუხედავად, მაინც არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტის აღება, რადგან კვირის პირველ ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ დაგეგმილის განხორციელება, რაც თქვენს თვითრწმენას შეარყევს. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება პარტნიორებთან ურთიერთობაში, რადგან სწორედ მათ კეთილგანწყობაზე იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერული წინსვლა და წარმატება. შედარებით მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი,  როცა საღი გონებით შეძლებთ შეცდომების, საკუთარი შესაძლებლობების შეფასებას და დასკვნების გაკეთებას.

გეომაგნიტური დღეები – 10, 11, 12 და 15 სექტემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები