LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა შუკაკიძე: „შვილები მეუბნებიან, რომ თბილი დედა ვარ. მიხარია, იმდენ სითბოს თუ ვაძლევ, რამდენსაც იმსახურებენ…“

205
ლიკა შუკაკიძე

მსახიობი ლიკა შუკაკიძე, რომელიც მაყურებელმა ჯერ სერიალით „შუა ქალაქში“ გაიცნო, შემდეგ კი კიდევ ერთხელ გაიხსენა ასევე ტელესერიალში „სიყვარულს მიღმა“ შესრულებული როლით, ჟურნალ „გზას“ საქმესა და პირადზე ესაუბრება.

– ლიკა, ცნობილი გახდა, რომ სერიალი “სიყვარულს მიღმა” მაყურებელს V სეზონით დაუბრუნდება, ამ სიახლის შესახებ რისი თქმა შეგიძლია?

– დიახ, ამ ინფორმაციამ ყველა ძალიან გაგვახარა. წინა სეზონი რომ დასრულდა, მაშინ გაგრძელების შანსი ნაკლებად განიხილებოდა. მსახიობებს გული კი გვწყდებოდა, მაგრამ შეგუებულები ვიყავით. გუშინ ეს ინფორმაცია რომ გავრცელდა, იმდენად მოულოდნელი იყო და იმდენად სასიხარულო, უკვე 2 დღეა ბედნიერებით სავსე ვარ. სერიალის მსახიობებს ერთმანეთთან კონტაქტი სულ გვაქვს. გარდა იმისა, რომ კოლეგები ვართ, ვმეგობრობთ.

– იმედია, ახალ სეზონზე აქტიური იქნება შენი პერსონაჟი.

– მეც ამის იმედი მაქვს. განსაკუთრებით აქტუალური ჩემი გმირი ბოლო სერიებში გახდა, სადედამთილოსთან ერთად გადაღებული სცენებიდან. ახალ სეზონზე ჩემი პერსონაჟის და მისი რჩეულის (გიგა დათიაშვილის გმირი) ცხოვრება ალბათ ახალი ინტრიგებით იქნება სავსე.

– ჩემზე ამბობენ…

– …რომ ვარ თავდაჯერებული. ამას ის ადამიანები ამბობენ, ვინც კარგად არ მიცნობს. ამ დროს პირიქით, თავდაჯერებულობა მაკლია, ძალიან მორიდებული ვარ და თავმდაბალიც.

– ის ადამიანები რას ამბობენ, რომლებიც კარგად გიცნობენ? მაგალითად, ოჯახის წევრები?

– შვილები მეუბნებიან, რომ თბილი დედა ვარ. მიხარია, იმდენ სითბოს თუ ვაძლევ, რამდენსაც იმსახურებენ.

– ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე…

– …ვიქნებოდი მეტად გულისხმიერი, მეტ სითბოს გამოვხატავდი, მეტ სიყვარულს გავცემდი. სხვას არაფერს შევცვლიდი. ჩემს ცხოვრებაში უარყოფითი რამ თუ მოხდა, მას იმდენი და ისეთი დადებითი ამბებიც მოჰყვა, მენანება, შესაცვლელად ვერ გავიმეტებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები