კონკურსში მონაწილეობას 183 წიგნი და 20 კინოსცენარი იღებდა, რომლიდანაც ჟიურიმ ჯერ 23 ნომინანტი, ხოლო საბოლოოდ 7 გამარჯვებული გამოავლინა. “გალას” დახურვის საზეიმო ცერემონიალი ეროვნული მუზეუმის ეზოში გაიმართა. ნომინაციაში წლის კინოსცენარი მარიამ ხაჭვანმა გაიმარჯვა, სცენარით “დადე”. ნომინაციაში წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი – გამომცემლობა “დიოგენეს” პროექტმა მიიღო ჯილდო. პრემია ,,გალა” ნომინაციისთვის ,,წიგნის მხატვრობა” გადაეცა მხატვარ თამარ ბაქრაძეს რუდოლფ რასპეს “ბარონ მინჰაუზენის თავგადასავალი”ს ილუსტრაციებისთვის. ნომინაციაში ,,წიგნი ბავშვებისთვის”, ჟიურიმ სამ ნომინანტს შორის თეა თოფურია გამოარჩია. თარგმნილი წიგნების ნომინაცია კი ნიკოლოზ ყიასაშვილს ერგო “ულისეს” თარგმნისთვის. სამაგიდო წიგნის ნომინაციაში მწერალმა ბესიკ ხარანაულმა გაიმარჯვა. მთავარი ნომინაცია “წლის წიგნი” ჟიურიმ ბაადურ ბალარჯიშვილის პოეტურ კრებულს მიანიჭა.