LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჩვებმა ნიდერლანდების სარკინიგზო მოძრაობა შეაფერხეს

122
Capture

ნიდერლანდებში მაჩვებმა მიწის თხრა პირდაპირ ლიანდაგების ქვეშ დაიწყეს, რის გამოც მთელი სარკინიგზო მოძრაობა შეაფერხეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მაჩვებს რატომღაც მიწის თხრა პირდაპირ ლიანდაგებთან მოუნდათ, რის გამოც გზის ჩანგრევის საფრთხე გაჩნდა. სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მატარებლები ერთი კვირის განმავლობაში ვერ იმოძრავებენ და ათობით რეისი გაუქმდა.

მაჩვები ნიდერლანდებში დაცულ სახეობად ითვლება და ცხოველებისთვის ლოკაციის შესაცვლელად სპეციალისტებს საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემა მაჩვებმა ცოტა ხნის წინ ნიდერლანდების სხვა ნაწილშიც შექმნეს და სარკინიგზო ხაზი იქ მომავალ თვემდე გაჩერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები