LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, რომ ეკა გამოჩნდა და დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი… მისი ყოველი დანახვა ბედნიერებით მავსებს…“ – გია დავითიანი მეუღლის შესახებ

741
2025-09-09_09-33-56_331014

გია დავითიანი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს მეუღლის, ეკა არჩვაძის და მისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ:

„მადლობა, რომ ეკა გამოჩნდა და დამიბრუნა სიცოცხლის ხალისი. იგი საოცარი ადამიანია, ენერგიული, საქმიანი, მისი ყოველი დანახვა ბედნიერებით მავსებს. ჩვენ ბევრ რამეზე ერთნაირი აზრი გვაქვს. ყოველთვის გვერდით მიდგას, ყველა წამოწყებაში მხარს მიბამს. ერთმანეთს როცა შევხვდით და სერიოზულად გადავწყვიტე, მისთვის ცოლობა მეთხოვა, მის გარეგნობასთან, კეთილშობილებასთან ერთად გადამწყვეტი როლი მისმა შვილების გაცნობამაც ითამაშა. ასეთი წესიერი, მიზანდასახული, სამაგალითო ბიჭების გამზრდელი დედა საოცნებო ცოლი იქნებოდა.

გამიმართლა, რომ ეკაც ასე გახლდათ განწყობილი ჩემი ქალიშვილების მიმართ და დღეს ჩვენ გვაქვს დიდი ლამაზი ოჯახი, სადაც ჩვენ გვიხარია ცხოვრება და ჩვენი მეგობრებიც იზიარებენ ამ სიხარულს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები