LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსმა მეათე სტუდიური ალბომი დააანონსა და სასცენო სახელიდან გვარი მოიშორა

140
photo-collage.png (91)

მაილი საირუსმა ოფიციალურად დააანონსა რიგით მეათე სტუდიური ალბომი, სახელწოდებით – Bass Persuades. არტისტის ინფორმაციით, ალბომი გაყიდვაში, 18 სექტემბერს ჩაეშვება.

სიახლე მომღერალმა სოციალურ ქსელში 1-ელ სექტემბერს გაავრცელა და გულშემატკივრებს ახალი მუსიკალური ეპოქის დაწყება სპეციალური განცხადებით ამცნო.

გავრცელებულ მიმართვაში, შემსრულებელმა ისაუბრა მუსიკის ძალაზე, ემოციებსა და ცხოვრებისეულ განცდებზე, რომლებიც ალბომის სათაურში არის ჩადებული.

ცნობილი გახდა, რომ ახალი ალბომი 10 ტრეკის გააერთიანებს. ამასთან, ეს ალბომი ასახავს „სავსე გულს, გულისტკივილს და ყველაფერს, რაც ცხოვრებაში ამ ორ მდგომარეობას შორის ხდება“.

ახალ ალბომთან ერთად მუსიკოსმა რადიკალური ცვლილებებიც დააანონსა. ამიერიდან, ის სასცენო სახელიდან გვარს იშორებს და ოფიციალურად მხოლოდ – მაილი ერქმევა. გარდა ამისა, Bass Persuades იქნება მისი პირველი ნამუშევარი, რომელიც ლეიბლ Atlantic Records-ის ეგიდით გამოვა. კრიტიკოსების თქმით, ეს ნაბიჯი მომღერლის კარიერაში სრულიად ახალ ეტაპს აღნიშნავს.

ალბომის მხარდასაჭერად მაილი სცენასაც უბრუნდება. ის 16 და 18 ოქტომბერს ლოს-ანჯელესის ლეგენდარულ სივრცეში, Hollywood Bowl-ში, ორ განსაკუთრებულ შოუს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მაილიმ მუსიკალურ კარიერაში სიახლეების შესახებ, ექსკლუზიურად ჟურნალ – Wonderland-თან ინტერვიუში ისაუბრა. სპეციალური გამოცემისთვის არტისტმა შავ-თეთრი ფოტოსესიაც მოაწყო, რომელშიც წარდგა როკ-ენ-როლისა და კლასიკური გლამურის ნაზავით, რაც იდეალურად გამოხატავს მისი ახალი მუსიკალური ერის დაწყებას.

მაილი საირუსის უახლესი შავ-თეთრი ფოტოსესია – არტისტმა ახალი ალბომი დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები