ენერგეტიკის მინისტრმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ბრალდებას, სადაც გივი თარგამაძე ამბობს, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ ცნობილ კრიმინალ “კალატოზასგან” 1 მილიონი მიიღო, ხუმრობით უპასუხა.
კახა კალაძემ ჟურნალისტებს “დოკუმენტი” წარუდგინა, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთიდან ნაციონალური მოძრაობისათვის 7 450 000 დოლარი გადმოირიცხა.
“აქ წერია, რომ გადამხდელი არის ციციკორე კუკუმაშვილი, იგივე ბუღა. გადამხდელი ბანკია “სულს ამოგხდით”. ბენეფიციარის ბანკია “ბოლო გაფრთხილება”, ბენეფიციარი – გივი თარგამაძე, ხოლო გადახდის დანიშნულება – მახათებისა და ალკოჰოლის შესაძენად, მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისათვის” – განაცხადა კახა კალაძემ.