LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მამას ძალიან უნდოდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი… მეგობრები უდიპლომო ექიმს მეძახიან” – თამუნა ინგოროყვა ,,არტ-FM”-ში

267
tamunaingoroyvaartfm

გადაცემის ლაივი LIVE

3 ივნისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ,,არტ-FM”-ს ჩაერთო დიზაინერი თამუნა ინგოროყვა, რომელმაც ისაუბრა თვითიზოლაციის დღეებზე და მოდის გეგმებზე.

როგორ გაატარეთ თვითიზოლაციის პერიოდი?

თვითიზოლაციის დღეები გავატარე ოჯახთან ერთად, მონატრებული მყავდა ისინი, რადგან ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე მიწევს ხშირი მოგზაურობა და ბევრი მუშაობა. პირველად მოხდა, რომ მე მშვიდად, დასვენებული ვიყავი მათთან ერთად, ამით კი ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, თუ არ ჩავთვლით პანდემიას და ასეთ დაძაბულ მდგომარეობას.

თვითიზოლაციის პერიდში ხომ არ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ახალი თვისება?

ვისწავლე ონლაინ მარკეტინგი, გავიარე კურსები, ასევე მქონდა ძალიან დიდი გეგმები ამ პანდემიის დროს, მინდოდა წამეკითხა ბევრი წიგნი, თუმცა არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ვერაფერი გავაკეთე. იმდენად სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი, რომ სიამოვნებას ვერაფრისგან ვიღებდი. ერთადერთი რაც გავაკეთე, ვუყურე ძალიან ბევრ პრემიერას, თუმცა ამითაც ვერ ვისიამოვნე, რადგან მიყვარს დარბაზში ყოფნა.

თუ არის შემოთავაზებები, თუნდაც ონლაინ ჩვენებების, როგორ მოხდება თქვენი პროდუქციის გარეთ გატანა, თუ მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი იქნება ხელმისაწვდომი დიზაინერებისთვის?

ძირითადად ქართველი დიზაინერები ექსპორტზე მუშაობენ, მათ შორის მეც. რა თქმა უნდა ეს ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა იყო, რადგან ყოველდღე ახალ-ახალი გაუქმებები მოდის შეკვეთების. თებერვლის თვეში ვიყავით შოურუმზე პარიზში და გამოვასწარით ამ ვირუსს. ონლაინ პლათფორმებიდან არის ბევრი შემოთავაზება, რამდენად გადავწყვეტ ასე მუშაობას და ინვესტიციის ჩადებას არ ვიცი, თუმცა  ჯერ დაკვირვების პროცესში ვარ. რამდენიმე ქართველი დიზაინერი ვაპირებთ მოდის დიზაინის სკოლის გაკეთებას, ვაპირებთ მოდის ასოციაციის შექმნას, სადაც იქნება დიზაინერების ინტერესები დაცული. გვინდა, რომ ეს პროფესია უფრო სერიოზულად აღიქვან. ახალ კოლექციაში ვაპირებ მთელი ჩემი ენერგია ჩავდო, სექტემბრის თვეში მინდა ონლაინ წარვუდგინო მაყურებელს ახალი ზაფხულის კოლექცია. ეს არის მსოფლიო დარტყმა ზამთრის კოლექციებზე ყველა დიზაინერისთვის. მინდა, რომ ნაკლებად დავისტრესო და დრო ჩემი კრეატიული მხარის განვითარებას დავუთმო.

ჰქონია თუ არა მამას სურვილი, რომ ექიმი გამოსულიყავით?

მამას ძალიან უნდოდა, რომ ექიმი გამოვსულიყავი. პარიზში ჩემი სწავლის პერიოდში, როდესაც ჩამოდიოდა, მაშინაც კი მეკითხებოდა ხომ არ მინდოდა სამედიცინოზე ჩამებარებინა. ამბობდა, რომ ჩემგან გადასარევი ქირურგი დადგებოდა. მეგობრები უდიპლომო ექიმს მეძახიან, მიყვარს ეს პროფესია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები