LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც პარტიებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან

143
მამუკა ხაზარაძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც პარტიებთან ერთად საზოგადოების წარმომადგენლებიც გაერთიანდებიან.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობის აგდებული კავშირები და გადაჭრილი ურთიერთობა ოპოზიციამ სასწრაფოდ აიღოს ხელში და გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით.

„იქნება საკოორდინაციო საბჭო, სადაც კოალიციური პარტიები და საზოგადოების წარმომადგენლებიც იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროტესტსა და იმ მიზანს, რომელიც ყველამ ერთად დავისახეთ, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება, მიეცეს ორგანიზებული სახე, უფრო კონსტრუქციული. ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობის აგდებული კავშირები და გადაჭრილი ურთიერთობა ოპოზიციამ სასწრაფოდ აიღოს ხელში, გახსნას მოლაპარაკებები ქართველი ხალხის სახელით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ხვალინდელი შეხვედრაა მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g