LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ შარმანაშვილი: „პირადშიც მწერენ ხოლმე – მარტო კომენტარებში არა: შეირგე შენი ბედნიერება და გაჩუმდი…“

111
page

შენი ამბავი“ გვიზიარებს ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც სოფი ლორენის ქართველ რძალთან, მარიამ შარმანაშვილთან არის ჩაწერილი.

მარიამი საუბრობს იმის შესახებ, რას სწერენ ყველაზე ხშირად:

„დღესდღეობით საქართველოში სიტყვის თავისუფლება დასჯადი გახდა. ამას ვერ ვეგუები. ძალიან მიჭირს. პირადშიც მწერენ ხოლმე, მარტო კომენტარებში კი არა – შეირგე შენი ბედნიერება და გაჩუმდი. ეს არის ხშირი ფრაზა პირად სივრცეშიც და კომენტარებშიც. უსამართლობებზე არ უნდა გაჩუმდე, უნდა თქვა შენი სიტყვა. საკუთარ ნაჭუჭში რომ ჩაიკეტო და მარტო შენთვის იყო ბედნიერი, ეს არ არის ბედნიერება. როცა მარტო ხარ ბედნიერი, ეს ბედნიერება სრულყოფილი არ არის. გჭირდება, რომ შენ გარშემოც იყვნენ ადამიანები ბედნიერები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g