LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mattel-მა სელინ დიონი ბარბის თოჯინად აქცია

806
photo-collage.png (1)

სელინ დიონი ბარბის თოჯინად იქცა. კომპანია Mattel-მა Barbie Signature-ის სერიის ფარგლებში ოფიციალურად წარადგინა ახალი საკოლექციო ფიგურა, რომელიც არტისტის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ იმიჯს აცოცხლებს. ინფორმაცია ამის შესახებ, ჟურნალმა – People გაავრცელა.

მოდელი ზუსტად იმეორებს საკულტო შემსრულებლის 1998 წლის ,,ოსკარების” დაჯილდოების ვიზუალს, სადაც მან ფილმ – „ტიტანიკის“ ჰიტი – My Heart Will Go On შეასრულა.

თოჯინას აცვია მუქი ლურჯი გრძელსახელოებიანი კაბა მაღალი საყელოთი, ყელს კი უმშვენებს კინოსურათიდან ცნობილი ლურჯი ბრილიანტის ყელსაბამის – „ოკეანის გულის” ზუსტი ასლი.

კოლექციონერებსა და მუსიკის მოყვარულებს თოჯინის წინასწარი შეკვეთა Mattel-ის ოფიციალურ პლატფორმაზე უკვე შეუძლიათ. მისი ღირებულება $60-ს შეადგენს.

თავად სელინ დიონმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ბარბის მემკვიდრეობის ნაწილი გახდეს.

„ჩემთვის დიდი პატივია გავხდე ბარბის მემკვიდრეობის ნაწილი და ვიყო იმ საოცარი ქალების გვერდით, რომლებიც ამ გზით დააფასეს. იმედი მაქვს, ეს თოჯინა შთააგონებს ყველას, მიყვნენ თავიანთ ოცნებებს, ენდონ საკუთარ თავს და ირწმუნონ საკუთარი ხმის ძალის.“

მან ასევე დაამატა, რომ 1998 წლის „ოსკარების“ ცერემონიაზე სიმღერის – My Heart Will Go On შესრულება მის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და მნიშვნელოვანი მომენტი იყო, ამიტომ ამ კონკრეტული იმიჯის გაცოცხლება მისთვის განსაკუთრებულად ემოციურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები