ნუკი კოშკელიშვილი საკუთარ Instagram გამომწერებს ახალ წელს ულოცავს და „სიყვარულს უსურვებს“. მისივე თქმით, „ქალს არაფერი უხდება ისე როგორც სიყვარული“.
კოშკელიშვილი სახალისო ფოტოსაც აქვეყნებს და წერს, რომ საახალწლო ფოტოსესიის მოწყობა ვერ მოახერხა.
„მე 1 იანვარს ???
ყველას გილოცავთ ახალ 2022 წელს! ისეთი საგიჟეთი მქონდა რომ ნორმალური ფოტოც ვერ გადავიღე, არა და ყოველთვის ვახერხებ ხოლმე კარგი შიშლიკანა წინა საახალწლო ფოტოსესიის მოწყობას.
2021 წელი ჩემთვის ბევრი აღმოჩენის და წარმატების წელი იყო ამიტომ 2022-საც იმედიანად ვხვდები. სურვილებს რაც შეეხება, ზუსტად ვიცი ბევრმა უკვე გისურვად, ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული. მეც გისურვებთ ამ ყველაფერს. მაგრამ რადგან ჩემი გამომწერის უმრავლესობა ქალბატონია, მინდა გისურვოთ სიყვარული!!! თუ დაოჯახებული ხართ მინდა ახალი სუნთქვით დაიწყოთ ახალი წელი და დაივიწყოთ ყოველდღიურობა და ისე გაატაროთ მთელი წელი როგორც ახალ ბედა შეყვარებულებმა, რომლებიც თანაც საუკეთოს მეგობრები არიან. თუ არ ხართ დაოჯახებული გისურვებთ მხოლოდ ორ მხრივ სიყვარულს, გისურვებთ იმან მოგილოცოთ ვისაც ელოდებით.. და თუ არსებობს ვინმე ქრაში იმ ქრაშმა გაგრძნობინოთ თავი განსაკუთრებულად. ყოველთვის ვიძახი, ქალს არაფერი უხდება ისე როგორც სიყვარული. უნდა ვიყოთ მუდამ შეყვარებულები, ჩვენ საქმეში, ჩვენს ყოველდღიურობაში. გოგოებო, იკაშკაშეთ. და იცოდეთ რომ ხართ საუკეთესოები!!!! ყველაზე მომხიბლავი არის თავდაჯერებულობა, იყავით თავდაჯერებულები და ყველაფერი გამოვა“, – წერს კოშკელიშვილი.

