LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მე არ ვარ ახალი შემსრულებელი” – ზარა ლარსონი საკუთარ კანდიდატურას ,,გრემიზე” არ წარადგენს

140
photo-collage.png (85)

ზარა ლარსონმა განაცხადა, რომ ბლოკავს ექს-ლეიბლის – Epic Records მცდელობას, წარადგინოს მისი კანდიდატურა „გრემის“ პრესტიჟულ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიაში. მომღერლის თქმით, ეს ნაბიჯი მისი ხანგრძლივი კარიერის შეურაცხყოფა იქნებოდა.

Perfect Magazine-თან ინტერვიუში შვედმა არტისტმა განმარტა, რომ მისი ყოფილი მენეჯმენტი მის წარდგენას ამ ნომინაციაში 2027 წლის დაჯილდოებაზე გეგმავდა, თუმცა მან იდეა მაშინვე უარყო.

მე ინდუსტრიაში უკვე 13 წელია ვარ. ჩემი ამ კატეგორიაში წარდგენა უბრალოდ უცნაური და არასწორი იქნებოდა. მე არ ვარ ახალი შემსრულებელი“, — აღნიშნა 28 წლის ლარსონმა.

მან ასევე დასძინა, რომ მისი ნომინირება უსამართლო იქნებოდა იმ ახალბედა მუსიკოსების მიმართ, რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ.

მომღერალი, რომელმაც მსოფლიო აღიარება ჯერ კიდევ 2015 წელს, ჰიტით – Lush Life მოიპოვა, „გრემის“ დაჯილდოებას ბოიკოტს არ უცხადებს. ის სხვა, მისთვის შესაფერის კატეგორიებში მონაწილეობის მომხრეა.

ამასთან, ეთანხმება იმას, რომ შარშან, მეხუთე ალბომის, Midnight Sun გამოშვების შემდეგ, მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო.

ცნობისთვის, ზარა ლარსონი ,,გრემის” ნომინანტთა შორის პირველად, წელს მოხვდა. სიმღერისთვის – Midnight Sun მან ,,საუკეთესო საცეკვაო პოპ ჩანაწერის” ნომინაცია დაიმსახურა. საღამოზე მისი სადებიუტო პერფორმანსიც შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები