39 წლის ქეით მიდლტონი და 38 წლის პრინცი უილიამი უმეტეს დროს ორ რეზიდენციაში, კენსინგტონის სასახლესა და ანმერ-ჰოლში ატარებენ. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ კემბრიჯის ჰერცოგსა და მის მეუღლეს ასევე აქვთ მესამე, საიდუმლო რეზიდენცია. ეს სახლი ბირკჰოლში მდებარეობს და მას ტამ-ნა-გარის რეზიდენცია ეწოდება. ეს ადგილი პრინც უილიამსს საჩუქრად ბებიამ გადასცა. ტამ-ნა-გარში პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ზაფხულში შვილებთან ერთად ისვენებენ და იქ მაშინ მიემგზავრებიან, როდესაც მედიასთან კომუნიკაცია არ სურთ.
ცნობილია, რომ მყუდრო რეზიდენციაში უილიამი და ქეითი ჯერ კიდევ შეყვარებულობის დროს ხვდებოდნენ. აქ ხშირად იმართებოდა წვეულებები, სადაც მეუღლეები მეგობრებთან ერთად იკრიბებდნენ. კოტეჯი იმდენად დამალულია, რომ ჯერ მედიაში მისი ფოტო არ გავრცელებულა.