LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლმა მამის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე პირველი განცხადება გაავრცელა – საქმე შემაშფოთებელ და შემზარავ ბრალდებას ეხება

606
Untitled Design (7)

მეგან მარკლმა მამის, თომას მარკლის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გაავრცელა. მას არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის შენახვაში ადანაშაულებენ. სასექსის ჰერცოგინიამ ამ საკითხზე პირველად ისაუბრა და განაცხადა, რომ მამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაცია ჯერ კიდევ 2018 წელს შეიტყო. მისი თქმით, სწორედ შვილების უსაფრთხოების დაცვის სურვილი გახდა მამასთან ურთიერთობის გაწყვეტისა და მისთვის შვილებთან კონტაქტის შეზღუდვის მთავარი მიზეზი. ამის შესახებ pagesix წერს.

„2018 წელს წერილი გაეგზავნა ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციასა და სამეფო დაცვის სამსახურს. მოგვიანებით ეს წერილი მეც გადმომცეს. მასში მამაჩემის წინააღმდეგ შემაშფოთებელი და შემზარავი ბრალდებები იყო წარმოდგენილი. დამარწმუნეს, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობდა“, – განაცხადა მეგანმა.

განცხადებაში მეგანმა პირდაპირ დააკავშირა მამასთან დისტანცირება საკუთარი ოჯახის დაცვის აუცილებლობასთან.

სასექსის ჰერცოგინიამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში გავრცელებულმა ინფორმაციამ მასზე მძიმე გავლენა მოახდინა.

„ღრმად შეძრული ვარ იმ ამბებით, რომლებიც ბოლო 24 საათის განმავლობაში გახდა ცნობილი. ახლა ჩემი ყველა ფიქრი იმ ბავშვებთან არის, რომლებსაც შესაძლოა ზიანი მიადგათ“, – განაცხადა მან.

განცხადების დასასრულს მარკლმა აღნიშნა, რომ ამჟამად გამოვლენილი მოვლენების მასშტაბი იმაზე უფრო შემზარავია, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. მისთვის მთავარი პრიორიტეტი კი სამართლიანობის აღსრულება და უდანაშაულო ბავშვების უსაფრთხოებაა.

„ამ სამყაროში არავის ვუყვარვარ ისე, როგორც მას“ – მეგან მარკლი Harper’s Bazaar-ის გარეკანზე და და საუბრები პრინცი ჰარის შესახებ

ფოტო: მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის იშვიათი გამოჩენა შვილებთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები