LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრებო, კარგად ვარ, იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია“ – რას წერს ერთ-ერთი საჯარო სკოლის თანამშრომელი, რომელსაც უცნობი პირი თავს დაესხა

192
ფიქრია ეპიტაშვილი

ერთ-ერთი საჯარო სკოლის საინფორმაციო მენეჯერი, ფიქრია ეპიტაშვილი, რომელსაც 11 დეკემბერს უცნობი პირი თავს დაესხა, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სამართებელი დამისვა სახეზე“ – ერთ-ერთ საჯარო სკოლის თანამშრომელს უცნობი პირი თავს დაესხა

ფიქრია ეპიტაშვილი წერს, რომ კარგად არის, მომხდარზე კი გამოძიებაა დაწყებული:

„მეგობრებო, კარგად ვარ. სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს. გამოძიება დაწყებულია.

იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის ბედი მტკივა. იმაზე ღრმა შრამს ვერ დამიტოვებენ, ვიდრე ჩემი ახლობლების სიჩუმით გამოწვეული დაღი ამჩნევია ჩემს გულს.

იმაზე მეტად ვერ შემაშინებენ, ვიდრე რუსეთში გაღვიძების მეშინია.

პ.ს დედაჩემის ნერვიულობა არ შერჩება არავის.

პ.პ.ს. ახლა მე უნდა დავიძინო და იქნებ თქვენ გაიღვიძოთ“, – წერს ფიქრია ეპიტაშვილი სოციალურ ქსელში.

მეგობრებო, კარგად ვარ.. სამედიცინო დახმარება გაწეული მაქვს.. გამოძიება დაწყებულია.. იმაზე მეტად ვერ მატკენდნენ ვიდრე…

Posted by ფიქრია ეპიტაშვილი on ოთხშაბათი, 11 დეკემბერი, 2024

ცნობისათვის, არსებული ინფორმაციით, ფიქრია ეპიტაშვილს უცნობი პირი 11 დეკემბერს დაესხა თავს. შემთხვევა დაბა კაზრეთში მოხდა.

როგორც ფიქრია ეპიტაშვილი ჰყვება, მას შავებში ჩაცმული ადამიანი უკნიდან მიეპარა და სახის არეში სამართებლით ჭრილობა მიაყენა. ფიქრია ეპიტაშვილი მომხდარს მის გაცხადებულ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g