LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეგობრობა ეფუძნება ღირებულებებს.. ხშირად მშობლები შვილებთან ზედმეტად მეგობრობენ და ეს ძალიან დამაზიანებელია“ – ფსიქოლოგი ანა არველაძე

303
ფსიქოლოგი მზა

რატომ აზიანებს წარმატება მეგობრულ ურთიერთობებს? ამ საკითხზე ფსიქოლოგი ანა არველაძე „რუსთავი ორის“ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და ეფუძნებოდეს ადამიანურ ფასეულობებს.

„მეგობრობა ორმხრივია, ყველაზე ხშირად კონფლიქტი შემოაქვს დროს..

წარმატება საჭიროებს იმაზე მეტ დროს, ვიდრე უმოქმედობა და თუ კი ადამიანი იმაზე ნაკლებ დროს ატარებს ჩემთან, ვიდრე აქამდე, მიჩნდება ეჭვი: ხომ არ გაუნელდა ინტერესი ჩემს მიმართ. ხოლო ის ვინც აღწევს წარმატებას, მას უჩნდება ძალიან საინტერესო შიში: ხომ არ მიყენებს ვინმე, რადგან ვარ წარმატებული..

ეს შიში ართულებს ადამიანთან ურთიერთობას და გულწრფელობას..

ჩვენ გარკვეული მოლოდინები გვაქვს, ესაა ჩვენი შექმნილი მოლოდინი კონკრეტული ადამიანის მიმართ. კერძოდ ის გვგონია ისეთი, როგორიც ჩვენს ფსიქიკას წარმოუდგენია. რეალურად ასე არ არის…

მეგობრობაში მნიშვნელოვანია ღირებულებები, თუ კი სარგებლისთვის მეგობრობ ეს სიყალბეა..

ხდება ისე, რომ ღირებულებები იცვლება და ამ დროს შეიძლება მეგობარმა ფეხი ვერ აგვიწყოს, როდესაც ინტერესის სფერო იცვლება ძალიან რთულდება კომუნიკაციაც,“ – აღნიშნავს არველაძე.

ფსიქოლოგი ამბობს, რომ გარდა მეგობრული ურთიერთობისა მნიშვნელოვანია მშობლის და შვილის ურთიერთობაში ბალანსი.

„ძალიან მნიშვნელოვანია შვილებთან ზომიერად მეგობრული ურთიერთობა..

ხშირად მშობლები შვილებთან ზედმეტად მეგობრობენ და ეს ძალიან დამაზიანებელია,“ – ამბობს ფსიქოლოგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g