მელანია ტრამპმა თეთრ სახლში 2025 წლის სადღესასწაულო დეკორაციები ოფიციალურად წარადგინა. პირველმა ლედიმ წლევანდელ თემად Home Is Where The Heart Is ანუ „სახლი იქაა, სადაც გულია“ აირჩია. ეს არის მელანია ტრამპის პირველი საახალწლო სეზონი თეთრ სახლში მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში მისი დეკორატიული არჩევანი არაერთხელ გახდა კრიტიკისა და გაშარჟების წყარო.
მელანია ტრამპი ელეგანტურ პალტოში, დიდი ოქროსფერი ღილებით
თეთრი სახლის პრესრელიზის მიხედვით, დეკორაციებზე მელანიამ დიზაინერი ერვე პიერი ასისტენტად მოიწვია. გაფორმებაში ერთმანეთთანაა შერწყმული როგორც ტრადიციული ელემენტები, ისე არაორდინარული აქცენტები, ლურჯი პეპლები, „იყავი საუკეთესო” Be Best თემატიკის სათამაშოები და ლეგოსგან შექმნილი პრეზიდენტების პორტრეტები. მთავარი პორტრეტი ცხადია, დონალდ ტრამპს ეკუთვნის. თეთრი სახლის მასშტაბით განთავსებულია 50-ზე მეტი ნაძვის ხე, თბილი ნათურებითა და წითელი ბაფთებით. აქ ბევრი სიმბოლიკაა სამხედრო ოჯახების პატივსაცემად. ასევე, თითოეული შტატისთვის ერთი ორნამენტი და ოქროს ვარსკვლავები. მელანია ტრამპის დეკორაციები წარსულში არაერთხელ გამხდარა განხილვის ობიექტი. განსაკუთრებით ხმაური მოჰყვა 2018 წლის სისხლისფერ კონუსურ ნაძვის ხეებს, რომლებიც The Handmaid’s Tale-სა და The Shining-ს შეადარეს.




