LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში”

75
merab-sefashvili-ardaidardo

რადიო დუეტს” მომღერალი მერაბ სეფაშვილი სტუმრობდა, გამაცემის ფარგლებში  მომღერალმა შემოქმედებით სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ასევე  60-იან წლებში  ვაჟა აზარაშვილის  მიერ შექმნილი სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა შემოგვთავაზა.

მერაბ დატვირთული ზაფხულის შემდეგ რას გეგმავ საშემოდგომო სეზონზე?

ჩვენი პროფესია ბევრ შრომას მოითხოვს, საკმაოდ დატვირთული საკონცერტო რეჟიმი მაქვს, რაც ძალიან კარგია მომღერლისთვის, რადგან სულ ფორმაში ხარ. ასევე, სულ ფორმაში ხარ მაშინ, როდესაც აზროვნებ და მოძრაობ, ქმნი ახალს, რაც საბოლოოდ ალბომში აისახება.

ახალ სიმღერებზე მუშაობთ თუ ძველი რეპერტუარის ახალ ვერსიებზე?

ლილიკო ნემსაძემ შექმნა ჩემთვის რამდენიმე ახალი სიმღერა, ახლა გავაკეთე ვაჟა აზარაშვილის ძალიან ძველი 60-იან წლებში შექმნილი სიმღერის ჩემეული ვერსია, რომელსაც გენო ნადირაძე მღეროდა, „პატარა გოგო” ასე ქვია. არანჟირება გია მაჭარაშვილს ეკუთვნის, თემურ ნიკოლაიშვილთან ჩაიწერა, ერთად ვმუშაობთ. თავიდან იბადება ეს სიმღერები და რეალურად ახალი სიმღერებია, ჩემს ხედვას ვანახებ მსმენელს, ვნახოთ რამდენად მისაღები იქნება მათთვის.

საკმაოდ ბევრი კონცერტი გქონდათ ზაფხულში, როგორია სამომავლო გეგმები?

ძალიან დიდი მოთხოვნაა კონცერტების, არა მხოლოდ საახლობლო წრიდან არამედ სრულიად უცხო ადამიანებისგან, მიყვარს ქუჩაში სიარული და ხშირად  ვხვდები ადამიანებს, შესაბამისად  ბევრი კონცერტი იქნება მომავალშიც. მინდა ვთქვა, რომ წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას, ბევრი რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ვუძლებთ და მოვედით დღემდე, გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ხალხს, რადგან გამარჯვებული ადამიანი ამაყია, ამაყი ადამიანი კი ყოველთვის წარმატებულია.

მადლობა სტუმრობისთვის.

 

მერაბ სეფაშვილი – პატარა გოგო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მერაბ სეფაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. 11.10.2019. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები