მერილ სტრიპი სტივენ კოლბერის შოუს სტუმრობდა. ეს ვიზიტი ფილმის – „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში შედგა.
აღსანიშნავია, რომ გადაცემაში მსახიობს ცისფერი კაშმირის ნაქსოვი ჯემპრი ეცვა, რაც პირდაპირი მინიშნება იყო ორიგინალი ფილმის იმ საკულტო სცენაზე, სადაც მისი პერსონაჟი, მირანდა პრისტლი ანდრეა (ენდი) საქსს (ენ ჰეთეუეი) ცისფერი ფერის მნიშვნელობაზე ლექციას უკითხავს.
ჯემპრი ხელახლა სპეციალურად კინოსურათის პრომოუშენისთვის, J.Crew-ს მიერ შეიქმნა.
საინტერესოა, რომ შოუს ჩაწერაზე მისვლისას სტრიპს ეცვა Givenchy-ს ლეოპარდის პრინტიანი პალტო, რაც უფრო მირანდა პრისტლის სტილს შეესაბამებოდა, ხოლო უშუალოდ ინტერვიუს დროს მან სამოსი გამოიცვალა და „ენდის სტილში“ წარდგა მაყურებლის წინაშე.
სტრიპმა ინტერვიუში დაადასტურა, რომ მისი ჩაცმულობის შთაგონება, სწორედ ენ ჰეთეუეის პერსონაჟი იყო.
,,ეშმაკი ატარებს პრადას” სიქუელი ეკრანებზე, 1-ელ მაისს გამოჩნდება.