მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.
„ზაფხულის ბოლო და შემოდგომის პირველი დღე საქართველოში წვიმიანი იქნება, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი მოვიდეს.
ნალექის დროს უნდა იქნას მიღებული სიფრთხილის ზომები პოტენციური არასასურველი მოვლენების განვითარების რისკის შესამცირებლად“, – წერს კობა ფარტენაძე.
