LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (7-13 ოქტომბრის) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

5576
მიხეილ ცაგარელი

მართალია, კვირის პირველ ნახევარი მშვიდი, სტაბილური და პოზიტიური იქნება, მაგრამ ბევრად გართულდება მეორე ნახევარში – 10 ოქტომბრიდან, ამიტომ ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის დასაწყისში მოაგვაროთ.

ვერძი – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება შემოქმედებითი და ინტელექტუალური ნიჭის გამოსავლენად, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და განხორციელებისთვის. ბევრად პრობლემური იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან მოგიწევთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კამათი, იურისტებთან კონსულტაცია და ინვესტიციებისგან თავის შეკავება, ფინანსების დაზოგვა და მატერიალური პრობლემების გადაწყვეტა, რადგან არაა გამორიცხული სერიოზულად იზარალოთ ან მოგიწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევა.

კურო – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და მათი განხორციელებისთვის, ყოველდღიური და რუტინული საქმეების მშვიდად და აუჩქარებლად შესრულებისთვის. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან  ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ სურვილებში გარკვევა და სწორი არჩევანის გაკეთება, თვითრწმენის შენარჩუნება და ემოციების მართვა, რაც კოლეგებთან და მეგობრებთან კამათისა და დაპირისპირების მიზეზი გახდება. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ ღირს ზედმეტად გადაღლა, არაა გამორიცხული გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. თავი შეიკავეთ ფლირტისა და რომანტიკული თავგადასავლებისგან, რადგან ამ კვირაში რომანტიზმი ნაკლებად გაამართლებს.

ტყუპები – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება უშუალობის, კომუნიკაბელურობის გამოვლენისა და ახალი ადამიანების გასაცნობად, ინიციატივის გამოჩენისა და იდეების განხორციელებისთვის. ბევრად პრობლემური იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ თავის შეკავება და ემოციების გაკონტროლება, დაფიქრება და გააზრებული გადაწყვეტილების მიღება, რაც კონფლიქტების და დაპირისპირებების მიზეზი გახდება.  გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია პარტნიორებთან ურთიერთობისას, არ ღირს გაჯიუტება და საკუთარი სიმართლის მტკიცება, უმჯობესია დათმოთ და უკეთესი დროისთვის გადადოთ საქმის გარჩევა.

კირჩხიბი – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უსარგებლო ნივთებისა და ძველი ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის, კარგად დაფიქრებისა და საკუთარ სურვილებში, პრიორიტეტებში გარკვევისთვის. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა. მოერიდეთ სულსწრაფი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას. არ ღირს გარშემომყოფთა, თუნდაც ახლობელთა საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.

ლომი – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება გააქტიურებისთვის, ინიციატივისა და ლიდერული თვისებების გამოვლენისთვის, ახალი კონტაქტების გაბმისა და ახალი საქმიანი პარტნიორების შეძენისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. ბევრად პრობლემური იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან მოგიწევთ სპონტანურად მოქმედება და მოულოდნელად შექმნილი სირთულეების გადაწყვეტა. არაა გამორიცხული მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება პირად ცხოვრებასა და სამსახურებრივ ვალდებულებებს შორის. არ ღირს ფარულად მოქმედება და ფარული რომანტიკული კავშირების გაბმა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენ გაზარალებთ.

ქალწული – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება პროფესიული წინსვლისა და კარიერული განვითარებისთვის, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ბევრად პრობლემური იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან საერთო დაძაბულობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციების მართვა. მოერიდეთ სულსწრაფი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, არ ღირს წვრილმანებს ჩაძიება და გარშემომყოფებთან დავა.

სასწორი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ კვირის ფავორიტიც თქვენ ბრძანდებით. კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის. შედარებით რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საერთო არასტაბილურობის ფონზე თქვენც გაგიჭირდებათ ემოციების მართვა და გაკონტროლება. მოიმატებს ორჭოფობა და შინაგანი მერყეობა, პასუხისმგებლობის გამოჩენა და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება. მოერიდეთ სულსწრაფი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, გაუაზრებელ ინვესტიციებსა და ფულის უაზროდ ხარჯვას.

მორიელი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ქრონიკულმა დაავადებებმა. თავი შეიკავეთ რისკისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, საქმიანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვისგან. მოერიდეთ სასიყვარულო პარტნიორთან დავას და საქმის გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები, არ ღირს გაჯიუტება და ეგოიზმის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ თავს აზარალებთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება კონკურენტების და მოშურნეების მიმართ, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან საქმეებში ხელის შეშლას.

მშვილდოსანი – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მრავალფეროვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის, საინტერესო შეთავაზებების მიღებისა და ახალ პროექტებში ჩაბმისთვის, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მობილიზება და საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულება. არაა გამორიცხული გამჟღავნდეს საიდუმლო, რომელსაც დიდხანს მალავდით.

თხის რქა – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება ორგანიზატორული და ლიდერული ნიჭის გამოვლენისთვის, ძველი საქმეების დასრულებისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის, საქმიანი შეხვედრების გამართვისა და თქვენთვის სასურველი შეთანხმების მისაღწევისთვის. ბევრად პრობლემური იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან მოულოდნელად მოგიწევთ დაუგეგმავი ხარჯის გაწევა და ნაკლებად სასიამოვნო ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება. არ ღირს გაჯიუტება და დიქტატორული თვისებების გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ თქვენ იზარალებთ.

მერწყული – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის, ავტორიტეტის გაძლიერებისა და გავლენის სფეროების გაფართოებისთვის, შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან სტაბილური ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის მიუხედავად, საერთო დაძაბულობის ფონზე მაინც გაგიჭირდებათ ემოციების გაკონტროლება და  გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება მოშურნეების მიმართ, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენი რეპუტაციის შელახვას.

თევზები – კვირის პირველი ნახევარი სასიკეთო იქნება შემოქმედებითი და ინტელექტუალური ნიჭის გამოვლენისთვის, ახალი იდეების ჩამოყალიბებისა და მათი განხორციელებისთვის, ავტორიტეტის გაძლიერებისა და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვებისთვის. ბევრად პრობლემური იქნება კვირის მეორე ნახევარი, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მიმდინარე მოვლენებში გარკვევა და მართებული გადაწყვეტილებების მიღება. მართალია, მოგინდებათ განმარტოება, მაგრამ არ ღირს საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, რადგან ასე უფრო გაგიჭირდებათ დეპრესიისა და არასასიამოვნო ფიქრებისგან თავის დაღწევა.

გეომაგნიტური დღეები – 7, 10 და 11 ოქტომბერი.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები