LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი – ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი, შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი

125
saakashvili_w_h

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირაკლი ეძგვერაძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.  

„ჩვენს დეპუტატზე, უმაგრეს ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმა და მისი დაკავება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად სუსტი და შეშინებულია თვითგამოცხადებული დიქტატორის რეჟიმი.

ამასობაში ერთ-ერთი ქოცი გულანთებულ პატრიოტ მოქალაქეს, რომელსაც სიმართლე უთხრა პირში, “მიშას მონას” ეძახის. ის კი არ იცის ამ ბრიყვმა, რომ არაფერი ისე არ მეზიზღება, როგორც მონები. მე ყოველთვის ვეძებდი და ვახალისებდი ძლიერ პიროვნებებს თავისი დამოუკიდებელი აზრით, იმიტომ, რომ ახალი ქვეყნის მშენებლობა მხოლოდ ასეთებს შეუძლიათ, ხოლო მონას შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ქვეყნის მოსპობა, ამიტომ ეზიზღება ჭორვილელს თავისუფალი ადამიანები და გარშემო მხოლოდ კარიკატურები შემოიკრიბა.

ესენი თავისუფალ ადამიანებთან 26-ში აუცილებლად მწარედ დამარცხდებიან!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

„ნაციონალი“ მეძახეს მცირეწლოვანი შვილებთან ერთად… დედაჩემს ყველაფერი თავისი თვალით აყურებინეს, 50 კაციდან მხოლოდ ექვსია დაკავებული, შეიძლება ამ მასკარადში შევიდე?“ – ირაკლი ეძგვერაძე

ენმ-ის დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისთვის შსს-მ 6 პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები