,,მიხეილ თუმანიშვილი იური მეჩითოვის მეხსიერებაში“ – წიგნი ამ სახელწოდებით რეჟისორის და პედაგოგის 105 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა და მისი პრეზენტაცია 4 ნოემბერს, 17:00 საათზე, თუმანიშვილის თეატრში შედგება.
,,…ეს გამოცემა მხოლოდ ერთი ადამიანის მოგონებების კრებული არ არის – იგი მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი მეხსიერების ნაწილია. ამ პროექტის მიზანიც მეხსიერებასთან დიალოგის შექმნის მცდელობაა.
ვიხსენებთ, აღვადგენთ და ვინახავთ იმ შემოქმედებით მემკვიდრეობას, რამაც დიდი კვალი დატოვა სამყაროს აღქმასა და გააზრება-გადაფასებაზე“, – აცხადებს, რეჟისორი, ასოცირებული პროფესორი, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, იოანე (ვანო) ხუციშვილი.



