LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის, ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

116
მიხეილ ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან ერთად ნორვეგიის სამეფოს ეწვევა და მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და სამეფო ოჯახების წარმომადგენლებთან ერთად, პატივს მიაგებს ნორვეგიის გარდაცვლილი მონარქის ხსოვნას. მეფე ჰარალდ V ნორვეგიის სამეფოს 35 წლის განმავლობაში, 1991 წლიდან ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის პერიოდი თანამედროვე ნორვეგიის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების ეპოქას უკავშირდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები