რაც დრო გადის, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ჩახლართული ხდება. გუშინ ბენი ექს-მეუღლისა და შვილების გარემოცვაში, საოცრად ბედნიერი გადაიღეს. ჯეი ლო კი ბრუნო მარსის კონცერტზე მარტო მივიდა. მისი ენერგიული ცეკვის ვიდეომ უკვე მოახერხა ინტრნეტსივრცეს დაპყრობა.
ყოველივე ამის შემდეგ 55 წლის არტისტი ლოს-ანჯელესის ქუჩებში ეულად სეირნობის დროს გადაიღეს. სხვათა შორის, ჯენიფერი პაპარაცებს უღიმოდა და სულაც არ ეტყობოდა დრამატიზმი. ის როგორც ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურებოდა. მას თავისუფალი სტილის ჯინსის შარვალი ტოპი და მოკლე კრემისფერი ქურთუკი ამშვენებდა.
„მოჩვენებითი უდარდელობა?“, „იმედია ოდესმე გავიგებთ, რა ხდება“, „მშვენივრად გამოიყურება“, – არ წყდება კომენტარები.
„ბენ აფლეკი ოჯახს დაუბრუნდა და ის ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“ – მსახიობის უახლესი ფოტოები