LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ამინდი უარესდება

231
ამინდის პროგნოზი

დღეიდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისიდან 22 ივნისამდე ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ასევე მოსალოდნელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები