LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსალოდნელია წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი და ქარბუქი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

231
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ქარბუქი.

„საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g