LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მეორედ გათხოვებაზე აღარ მიფიქრია…“ – რატომ ამოიღო ლექსიკონიდან სიტყვა „ვნანობ“ კრისტი ყიფშიძემ

318
kristi yifshidze

მოდელი კრისტი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადი ცხოვრებისა და იმ შეთავაზებების შესახებ საუბრობს, რომლებიც გათხოვებასთან დაკავშირებით ჰქონდა:

„მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მეორედ გათხოვებაზე აღარ მიფიქრია. წლები რომ გემატება, უფრო მეტად ფიქრობ, რამდენად გიღირს, გაჰყვე ცოლად კონკრეტულ ადამიანს, ან არ გაჰყვე. იყო ურთიერთობები, მაგრამ საქმე ბეჭდამდე არ მიდიოდა. არ მინდა, ეგოისტურად გამომივიდეს, მაგრამ მე ჩემი სამყარო მაქვს, სადაც თავს მშვენივრად ვგრძნობ და იქ მეორე ადამიანი ვერ წარმომიდგენია. ასე რომ, არც იმას ვნანობ, რომ გავთხოვდი, არც იმას, რომ დავშორდი და არც იმას, რომ მეორედ ოჯახი აღარ შევქმენი. სიტყვა „ვნანობ“ ჩემთვის არ არსებობს, დიდი ხანია, ჩემი ლექსიკიდან ამოღებულია. არასდროს არაფერს ვნანობ, ყველა ეტაპზე საინტერესო ცხოვრება მქონდა და წინ კიდევ ბევრი საინტერესო წელი მელის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები