ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგაშო ცნობები გამოაქვეყნა, უახლესი ანგარიშის მიხედვით – მსოფლიოში ყოველი მეათე მოზარდი კომპიუტერულ თამაშებსა და სოც-ქსელებზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი კი ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს, წერია ჯანმოს ოფიციალურ საიტზე.
სპეციალისტთა ინფორმაციით, 2018 წელს მოზარდებში სოც-ქსელების გამოყენება 7%-ს შეადგენდა და 2022 წელს ეს მაჩვენებელი 11%-მდე გაიზარდა. ასეთი დასკვნა მათ მსოფლიოს 44 ქვეყანაში მცხოვრები 280 ათასი მოზარდის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს. საინტერესოა, რომ სოც-ქსელებზე დამოკიდებულების მხრივ მაჩვენებელი გოგონებში უფრო მაღალია, ხოლო კომპიუტერული თამაშები ბიჭებს უფრო იტაცებთ. კომპიუტერთან ზედმეტად დიდი დროის გატარება იწვევს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, სტრესს, დეპრესიას და ხშირად შფოთსაც, ამიტომ პრობლემის გადასაჭრელად სასწრაფო ნაბიჯები უნდა გადაიდგას.