LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მზად ვიყავი, მის გამო ოფიციალურად დავშორებოდი ჩემს მეუღლეს“ – მაიკლ დუგლასის მორიგი აღიარება და აქამდე უცნობი დეტალები შერონ სტოუნთან ინტიმური სცენების გადაღებების შესახებ

422
Untitled Design

მედიაში მაიკლ დუგლასის ახალი მემუარებიდან, One Helluva Ride არაერთი საინტერესო ფრაგმენტი ვრცელდება. ამჯერად მსახიობმა 1992 წლის ეროტიკული თრილერის, „ძირითადი ინსტინქტის“ გადაღებების უცნობ დეტალებზე ისაუბრა, სადაც მას პარტნიორობას შერონ სტოუნი უწევს.

როგორც მსახიობი წერს, მას და სტოუნს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ინტიმური სცენების დროს დუბლიორები არ გამოეყენებინათ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სცენის გადაღებას კი, მისი თქმით, ხუთი დღე დასჭირდა.

„თავდაპირველად შერონი სრულად შიშველი არ იყო, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტა, უარი ეთქვა ამაზე და თქვა: „მოდით, თავი დავანებოთ ზედმეტ რიდს. შიშველი ვარ და ეს ყველამ ვიცით. გავაგრძელოთ“, – იხსენებს დუგლასი.

მსახიობმა ასევე დააზუსტა, რომ გადაღებების დროს მას და სტოუნს რეალურად ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონიათ.

მისივე თქმით, რამდენიმე დუბლის შემდეგ სტოუნმა სთხოვა, უფრო ფრთხილად ყოფილიყო.

„გთხოვ, ფრთხილად. შენი წვერი ძალიან მფხაჭნის!“ – უთქვამს მსახიობისთვის სტოუნს.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ დუგლასისა და სტოუნის დამაჯერებელმა ქიმიამ მაყურებელში არაერთი ჭორი გააჩინა. ბევრს ეგონა, რომ მსახიობებს კამერებს მიღმაც რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ.

თუმცა, დუგლასმა საკუთარ მემუარებში ამ ჭორებს ნათელი მოჰფინა და აღიარა, რომ იმ პერიოდში სინამდვილეში ფილმის კიდევ ერთი მსახიობით, ჯინ ტრიპლჰორნით იყო გატაცებული.

„სიმართლე ის არის, რომ ჯინით ძალიან ძლიერად მოვიხიბლე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა თითქმის 20 წელი იყო. მზად ვიყავი, მის გამო ოფიციალურად დავშორებოდი ჩემს მეუღლეს. მასზე შეყვარებული ვიყავი“, – წერს მაიკლი.

ცნობისთვის, იმ პერიოდში დუგლასი პირველ მეუღლეზე, დიანდრა ლუკერზე იყო დაქორწინებული. წყვილს ერთი ვაჟი, კამერონ დუგლასი ჰყავს.

„ხელი მოაშორე ჩემს შვილს, ეს ოქროს გლობუსი კი…“ – მთვრალმა მაიკლ დუგლასმა ჯულია რობერტსს შეურაცხყოფა მიაყენა – რას იხსენებს 82 წლის მაიკლ დუგლასი თავის მემუარებში

82 წლის მაიკლ დუგლასმა ოთხი ათწლეულის შემდეგ აღიარა, რომ კეტლინ ტერნერთან ფარული რომანი ჰქონდა – რას ჰყვება მსახიობი

„წითელზე რომ გავჩერდი, ადამიანები ჩემს ავტომობილზე ძვრებოდნენ“ – 65 წლის შერონ სტოუნი იხსენებს „ძირითადი ინსტინქტის“ წყალობით, ერთ ღამეში მოპოვებულ პოპულარობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები