ნანუკა ჟორჟოლიანი ახალ წელს ციხესთან შეხვდება.
ამის შესახებ ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ შემდეგ რუსთაველზე აქციას შეუერთდება.
„მე, დღეს, ახალ წელს შევხვდები ციხესთან.
ჩემს პატარა მეგობრებთან! ზვიად ცეცხლაძემ და სხვებმა მინდა იცოდნენ რომ იქ ვართ, მათ გვერდით!
რომ მადლობლები ვართ მათი თავგანწირვისთვის!
გვახსოვს რომ სინდისის პატიმრები არიან!
დღეს, ბოლო ერთ წუთს ავითვლი მათ დედებთან ერთად! მადლობის ნიშნად ჩავეხუტები თითოეულ მათგანს!
კიდევ ერთხელ ვეტყვი რომ ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე ეს ბავშვები და ყველა პატიმარი არ დაგვიბრუნდება უკან!
შემდეგ რუსთაველზე წავალ! ჩემს, ასიიიიათასობით ახალ მეგობართან!
2024 წელს რაც ზუსტად გავიგე, რას ნიშნავს სიტყვა თანამებრძოლი! რომელიც თურმე უფრო ძლიერი კავშირია, ვიდრე ნებისმიერი მეგობარი, რომელიც მთავარ საკითხებზე ისე არ ფიქრობს, როგორც შენ!
მიყვარხართ იმაზე ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე მიყვარდა წინა წელს და აბა, როგორ არ მიყვარდეს 2024!“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.