LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნიჭი, წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა და თავგადაკლული მეცადინეობა – ჩემი მოსწავლის წარმატებით უნდა ვიამაყო, რაც ჩემი შვილების მიღწევებზე არანაკლებად მიხარია…“ – თეა გვასალია ახალგაზრდა გოგონას წარმატებაზე

163
თეა გვასალია

თეა გვასალია სოციალურ ქსელში, თავისი მოსწავლის, მარიამ სანაიას წარმატების შესახებ უზიარებს ინფორმაციას გამომწერებს.

როგორც თეა გვასალია ამბობს, მარიამი სწავლას ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, დიზაინისა და კრეატიული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, დიდი შრომისა და მონდომების ფასად ჩაირიცხა.

„ამჯერად ჩემი მოსწავლის წარმატებით უნდა ვიამაყო, რაც ჩემი შვილების მიღწევებზე არანაკლებად მიხარია ხოლმე. ეს უსაყვარლესი და უნიჭიერესი გოგო მარიამ სანაიაა. ძალიან რომ მიყვარს, ისეთმა მეგობარმა მთხოვა მისი მიღება და ძლივს მოვუძებნე ადგილი შარშან მაისში. მიზანი გვქონდა რთული, მაგრამ საინტერესო. სწავლას ვიწყებდით ნულიდან და ერთი წლის შემდეგ მარიამი ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა ჩარიცხულიყო. თვითონ კი მეუბნება თქვენი დამსახურებააო, მაგრამ რომ არა მისი ნიჭი, წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა და თავგადაკლული მეცადინეობა, ვერც SIELE-ს ჩააბარებდა B2 -სა და C1 -ზე და ვერც ხსენებული უნივერსიტეტის დიზაინისა და კრეატიული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მოხვდებოდა. თან ეს მოდელის გარეგნობის გოგო ყველაფერში ისეთი ნიჭიერია, რომ უკვე ვტკბები იმის წარმოდგენით, თუ როგორ გვასახელებს ესპანეთში“, – წერს თეა გვასალია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები