LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში სპექტაკლები დამატებითი რეალობის წყალობით უფრო ხელმისაწვდომი გახდება

106
ნიდერლანდებში სპექტაკლები დამატებული რეალობის წყალობით უფრო ხელმისაწვდომი გახდება

ნიდერლანდების ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრმა წარადგინა ახალი ტექნოლოგია, რომელიც დაეხმარება სმენადაქვეითებულ ადამიანებს და ასევე უცხოენოვან მაყურებლებს უკეთ გაიგონ წარმოდგენები ენობრივი ბარიერის გარეშე.   

სპეციალური დამატებული რეალობის სათვალეები სუბტიტრებს პირდაპირ სპექტაკლის დროს აჩვენებს – და არა მხოლოდ ჰოლანდიურად, არამედ კიდევ 222 ენაზე. სიახლის შესახებ NL Times წერს.

ტექნოლოგია რეალურ დროში მუშაობს: მსახიობების მიკროფონები გადასცემს ხმას პროგრამას, რომელიც სწრაფად ამოიცნობს სიტყვებს, თარგმნის და აგზავნის ტექსტს სათვალის ეკრანზე. მაყურებლები სუბტიტრებს ისე დაინახავენ, თითქოს ისინი სცენის გასწვრივ ჰაერში ლივლივებენ.

მუშაობის პროცესში ყურადღება მიაქციეს დეტალებსაც: მაგალითად, მსახიობების რეპლიკები სხვადასხვა ფერში იქნება გამოყოფილი, რათა მაყურებელი არ დაიბნეს.

სათვალეების ტესტირება უკვე დაიწყო, ხოლო მათი უფასოდ გაცემა  შემოდგომიდან იგეგმება— თავდაპირველად ჰააგის წარმოდგენებზე, შემდეგ კი გასტროლებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები