LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს – ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ“

192
ნიკა გვარამია

„ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს – ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ“, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერი გამოძიებული იქნება. გვარამიას თქმით, „არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას ერთხელ და სამუდამოდ“.

თინა ბოკუჩავა: „პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ“

„პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. ჩვენ ამაზე ვთანხმდებით ყველანი. ჩვენ განცხადება გუშინ გავაკეთეთ მანდატებზე უარის თაობაზე.

საერთოდ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ პარლამენტში და როგორც კი სიების ჩახსნა იქნება შესაძლებელი, იმიტომ, რომ ეს შედეგების აღიარების შემდეგ არის შესაძლებელი, ამ სიებსაც ჩავხსნით, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით ყველას თანხმობა არსებობს.

ალეკო ელისაშვილი: „კოალიციაში არავინ აპირებს აქოთებული მანდატით ისარგებლოს, პარლამენტში შესვლა კი არ გვჭირდება, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი“

გიორგი გახარია: „ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს“

გიორგი გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოიპარა.

გაყალბება ხდებოდა „კარუსელის“ მეშვეობით. ერთი ადამიანი ბევრ უბანზე აძლევდა ხმას და ასევე „კარუსელის“ ახალი ფორმა იყო, როცა ორ ბიულეტენს აძლევდნენ „ქოცების“ მომხრეებს,“ – განაცხადა გვარამიამ.

„დღეს 19.00-ზე რუსთაველზე! რასაც არ უნდა გრძნობდე, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო და ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული, დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს!“- ზურაბ ჯაფარიძე

გარდა ამისა, როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში არის ამ ქვეყნის ისტორიული ლიდერი, რომელსაც მივყავართ ევროპისკენ“:

„ცხადია, ის აუცილებლად იქნება აქციაზე, იმიტომ, რომ ეს მისი მოწვეული აქციაა,“ – აღნიშნავს გვარამია.

პრეზიდენტი: „ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია – ამ არჩევნებს არ ვაღიარებ“

გარდა ამისა, მან ეუთო/ოდირის შეფასებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის ყველა პუნქტი მისაღები არ არის. მისივე თქმით, ოდირის დასკვნა მისთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დაეთანხმოს.

„ოდირის შეფასებას ძალიან ბევრ პუნქტს ვეთანხმები დარღვევებთან დაკავშირებით, თუმცა შეფასების ყველა პუნქტი ჩემთვის მისაღები არ არის. ოდირის დასკვნა ჩემთვის არ არის ბიბლია, რომ ყველაფერს დავეთანხმო. ბოდიშს გიხდით, რა თქმა უნდა.“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ეუთო/ოდირი: „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება გამოწვევებს და საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g