LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: „საქართველო არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე! სრული არაღიარება აქვთ ქოცებს ყველა მიმართულებით“

156
ნიკა გვარამია

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი და ლიდერი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს არ მიწვევის თაობაზე, სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ეს ფაქტი, ყველა მიმართულებით „ქართული ოცნების“ სრული არაღიარებაა.

„საქართველო არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე! სრული არაღიარება აქვთ ქოცებს ყველა მიმართულებით“. – წერს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია: „რეჟიმი უნდა დაინგრეს! არც დასუსტდეს, არც შერბილდეს, არც რამე დათმოს – უნდა დაინგრეს!“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი, ნიკა გვარამია გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ინფორმაციისთვის, დავოსი 55-ე ეკონომიკური ფორუმისთვის ემზადება. შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც დისკუსიას დისტანციურად ჩაერთვება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და სხვა ევროპელი ლიდერები.

საქართველო არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე! სრული არაღიარება აქვთ ქოცებს ყველა მიმართულებით

Posted by Nika Gvaramia on Thursday 16 January 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g