LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ქართულმა ოცნებამ“ წილი ყარა და თქვა, რომ მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები – ვიდრე ხელისუფლებაში არიან, კიდევ ბევრ ანტიდასავლურ და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამენ“

128
ნიკა მელია - რადიო „თავისუფლების“ ფოტო

„2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ხალხის ინტერესში შედიოდა კეთილდღეობა – დასანანია, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორთა ნაწილი საერთაშორისო დონეზე ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ან უბრალოდ, პოლიტიკურად ქარაფშუტული ვარაუდით ცდილობდა, რომ ხელისუფლებისთვის ავანსად შანსი კიდევ მიეცათ“, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს დასავლეთიდან შეჩერებული დაფინანსებების შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, დასავლელ პარტნიორების ნაწილს „ის ვითარება, რომელსაც ყოველდღიურად ვეჯახებით, უკეთ რომ დაენახათ, ქვეყანაში არსებული ვითარება არ იქნებოდა”.

„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ბიუროკრატიისთვის და სახელმწიფო აპარატისთვის მიღებული აქვს 26 მილიარდი ლარი.

ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი სახელმწიფოს პარტნიორები და ქომაგები ახორციელებენ ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. როდესაც ისინი ხედავენ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება კი არ არის სახეზე, არამედ უკუსვლა, ბუნებრივია, მათ აქვთ უფლება, დადგნენ ძალიან მკაფიოდ ქართველი ხალხის გვერდით. არ მალავენ, რომ ქართველი ხალხია მათი საუკეთესო პარტნიორი.

2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ხალხის ინტერესში შედიოდა კეთილდღეობა, თავისუფალი მართლმსაჯულება, თავისუფალი მედია, უზრუნველყოფილი სიბერე, ახალგაზრდებისთვის პერსპექტიული საქართველო და ბევრი სხვა. სამწუხაროდ, დღემდე ის მოცემულობა მივიღეთ, რაც არის.

დასანანია, რომ ჩვენი საუკეთესო პარტნიორთა ნაწილი საერთაშორისო დონეზე ამ ყველაფერს ვერ ხედავდა ამ უბრალოდ, პოლიტიკურად ქარაფშუტული ვარაუდით ცდილობდა, რომ მიეცათ კიდევ ავანსად შანსი ხელისუფლებისთვის, რასაც ოპოზიცია წლების განმავლობაში ხედავდა.

დასანანია, მათ რომ უკეთ დაენახათ ის ვითარება, რომელსაც ახლა ჩვენ ყოველდღიურად ვეჯახებით, ვფიქრობ, დღეს ასეთი მძიმე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარება არ იქნებოდა”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

გარდა ამისა, მელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ” წილი ყარა და თქვა, რომ მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები”.

„ნათელია, წილი ნაყარია! „ქართულმა ოცნებამ“ წილი ყარა და თქვა, მას არ აინტერესებს ევროპული ანუ ეროვნული მისწრაფებები. არ აინტერესებს ის ორიენტაცია, რომელიც შენ, როგორც მოქალაქეს, გაზიარებს ცივილიზაციას. არ აინტერესებს პროგრესი, განვითარება. მას აინტერესებს რუსეთი. ამ მიმართულით ის ყოველდღე კონკრეტულ რიგით ნაბიჯებს დგამს. „ქართული ოცნება“ ვიდრე ხელისუფლებაშია, კიდევ ბევრ ანტიდასავლურ და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს გადადგამს“. – განაცხადა ნიკა მელიამ.

რადიო „თავისუფლების“ ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები