LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის ნიკოლ კიდმანი და 62 წლის სანდრა ბულოკი ლოს-ანჯელესში „პრაქტიკული მაგია 2“-ის პრემიერაზე გლამურული ლუქებით გამოჩნდნენ

190
photo-collage.png (90)

ჰოლივუდის საკულტო ვარსკვლავები, სანდრა ბულოკი და ნიკოლ კიდმანი, თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, ეკრანზე დები ოუენების როლში ბრუნდებიან.

31 აგვისტოს, მსახიობებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს ფილმის, „პრაქტიკული მაგია 2“-ის ოფიციალურ პრემიერაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართა.

წითელ ხალიჩაზე 62 წლის ბულოკი და 59 წლის კიდმანი ერთად გამოჩნდნენ, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მათ მრავალწლიან მეგობრობას.

მოდის კრიტიკოსების ყურადღება მიიპყრო მათმა დახვეწილმა იმიჯმა — სანდრამ უპირატესობა Louis Vuitton-ის ექსკლუზიურ კაბას მიანიჭა, ხოლო ნიკოლი Atelier Versace-ს საოცარ სამოსში ბრწყინავდა.

მსახიობებმა აღნიშნეს, რომ გადასაღებ მოედანზე დაბრუნება ნამდვილ მაგიას ჰგავდა და მათი ეკრანული კავშირი წლების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.

კინოსურათი – Practical Magic, რომელიც დაფუძნებულია ელის ჰოფმანის 1995 წლის ამავე სახელწოდების რომანზე, 1998 წლის 16 ოქტომბერს გამოვიდა. სიუჟეტის მიხედვით, ფანტასტიკური ჟანრის ფილმის გაგრძელებაში დებს კიდევ ერთხელ მოუწევთ დაუპირისპირდნენ ბნელ წყევლას, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ ოჯახს.

ძველ სამსახიობო გუნდთან ერთად, ფილმში ახალი თაობის ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან, მათ შორის ჯოი კინგი და მეიზი უილიამსი, რომლებიც ბულოკის პერსონაჟის შვილებს განასახიერებენ.

Practical Magic 2 კინოთეატრებში, 10 სექტემბრიდან გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები