LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ფაქტობრივად, პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება“, რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან, მათ შორის ომისგან“

136
ნინო წილოსანი

„ფაქტობრივად, პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება“, რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან, მათ შორის ომისგან,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მან კომენტარი აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით გააკეთა.

„ჩვენზე ზემოქმედების ათასი ვერსია შეიძლება მოიფიქროს ნებისმიერმა ქვეყანამ. განვლილმა პერიოდმა და ამ დემონსტრაციებმაც ალბათ ყველას ნათლად დაანახა, რომ აქ არ არის საქმე ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის მიღება-არმიღებაში. აქ არის იმაზე, რამდენად ვმართავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ფაქტობრივად პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება“, რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან, მათ შორის ომისგან. ყველამ კარგად დაინახა, რომ ომის რისკი რეალური იყო და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით იქნა აცილებული“, – აღნიშნა წილოსანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები