LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე“

115
ნინო წილოსანი

„25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, შესაბამისად, შეწყდება წინა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა. ორშაბათსვე იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი განმარტებით, მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე“

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის პირველ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ იქნებიან, რადგან თავად არ მოუწვევია

„ჩვენ ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს არის ქართული საქართველოს პარლამენტი, რომელშიც ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, წარმოდგენილები იქნებიან მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები“.

„25 ნოემბერს გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა. დეპუტატების უფლებამოსილება იქნება ცნობილი, შესაბამისად, შეწყდება წინა პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტა. ორშაბათსვე იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, მოადგილეები და კომიტეტის თავმჯდომარეები. პარლამენტი დაკომპლექტდება, მათ შორის დაფორმირდება ფრაქციები და მიმდინარე კვირას გაგრძელდება მთავრობის დამტკიცებით. გვექნება საინტერესო დღის წესრიგი და მე-11 მოწვევის პარლამენტი იქნება ის პოლიტიკური ორგანო, რომელიც კიდევ უფრო მეტი მონდომებით, მოტივირებით იმუშავებს ხალხის პრობლემებსა და საჭიროებებზე“, – აღნიშნა წილოსანმა.

ცნობისთვის, მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს, 25 ნოემბერს შეიკრიბება.

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება – მას პარლამენტის უხუცესი წევრი, ლადო კახაძე გახსნის, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g