„ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს!“ – ამის შესახებ აღნიშნულია ნიუტონის თავისუფალი სკოლის ოფიციალური „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, „საზოგადოებრივი პროტესტის მხარდაჭერის მიზნით, ორშაბათს, 2 დეკემბერს, სკოლა არ იმუშავებს“.
„ჩვენი უპირველესი ღირებულება ჩვენი მოსწავლეების თავისუფლება და მომავალია, სწორედ ამიტომ ვუერთდებით პროტესტის ყველა სწორ ინიციატივას.
თავისუფლება უპირველეს ყოვლისა!“ – წერს ნიუტონის თავისუფალი სკოლა.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა გმობს და აპროტესტებს ქვეყანაში მიმდინარე არაკონსტიტუციურ პროცესებს! საზოგადოებრივი პროტესტის…
Posted by Newton Free School • ნიუტონის თავისუფალი სკოლა on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024