ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სექსუალურ ფოტოს ათავსებს და თან, წერს, რომ ახლახან ჰარვარდის ბიზნესკოლის სამთვიანი კურსი გაიარა.
ნუკი კოშკელიშვილი:
“დავამთავრე Harvard Business School-ის სამთვიანი კურსები, მხოლოდ დიპლომი რომ დავდე, მაქსიმუმ დედამ დამილაიქა და ისიც მე რომ ვთხოვე, მაგის მერე…იქნებ, ახლა მაინც შემაქოთ!!
გთხოვთ, არ დაიშუროთ კომპლიმენტები…
პ.ს უამრავი მოწინავე უნივერსიტეტი კოვიდპირობებში სთავაზობს სტუდენტებს ძალიან შეღავათიან ფასად საინტერესო პროფესიის/სფეროს შესწავლას. თუ დრო გაქვთ, არ დაიზაროთ, თქვენც ისწავლეთ, განათლება ჩვენი მომავალია…”
