LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: „რუსი ტურისტები საზიზღრად იქცევიან. ერთმა მომახსენა, შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია და ჩუმად იყავითო…“

313
ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი ამჟამად ბათუმში ისვენებს. ის მიიჩნევს, რომ საქართველოში ზაფხულის განმავლობაში ბევრი აღმოჩენის გაკეთებაა შესაძლებელი.

ჟურნალი „გზა“ ინტერესდება, რუს ტურისტებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის ფონზე ტელეწამყვანი თავად თუ შესწრებია ისეთ ფაქტს, რომელსაც ის გაუღიზიანებია:

„რა თქმა უნდა. რუსი ტურისტების საქციელი ძალიან გამაღიზიანებელია: საზიზღრად იქცევიან, ყველგან ყველაფერს ისვრიან… რატომღაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ არ ვვარგივართ. ამდენი რუსის საქართველოში ყოფნა არ მსიამოვნებს, აბსოლუტურად განუკითხავად სვამენ და რაღაცებს ამტვრევენ. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქ ვინ იმყოფება – ბავშვის, ქალის წინ საზიზღრად იქცევიან, იგინებიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ… მოკლედ, ცუდად იქცევიან.

შენიშვნა მიგიცია?

კი, მითხოვია, ბავშვთან ერთად ვართ.  ცოტა ხნით ჩუმად იყავით-მეთქი, მითქვამს, თქვენი ქალბატონი ძალიან ნასვამია, იქნებ მიხედოთ-მეთქი. ასეთ დროს გპასუხობენ – შენ ხომ ქართველი ხარ? ხმა ჩაიწყვიტეო!.. მაგალითად, ერთმა მათგანმა მომახსენა – შავი ზღვა და საქართველოც ჩვენია და ჩუმად იყავითო…“

“რამდენ რაღაცაზე ფიქრობ დღის განმავლობაში… მე იცით რომელი ფიქრები მიყვარს…” – ნუკი კოშკელიშვილი გამომწერებს კითხვით მიმართავს და შთამბეჭდავ ფოტოს აქვეყნებს

“თქვენ არ შეწუხდეთ, მე თვითონ დავწერ… “წელში არ გადატყდე!” – ნუკი კოშკელიშვილის შთამბეჭდავი ფოტო ზღვიდან და მიმართვა კრიტიკოსებს

„ნახეთ, სულ ბოლომდე არ დამიკარგავს ჯერ სინდისი.. ცოტა სინაზე და ინტრიგა“ – რა ფოტოს გვიზიარებს ნუკი კოშკელიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g